არაბული ზღაპარივით…

ეპილოგად: არაბეთზე სულ შეჰერიზადა და 1001 ღამე მახსენდება, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ვეცდები ქვემოთ აღწერილი ისტორია რათქმაუნდა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, მაგრამ მაინც მხიარული ზღაპარივით მოვყვე.

ავტორი

2

იყო და არა იყო რა

თამამად შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი ისე დაიწყო როგორც ფილმებში ხდება ხოლმე 🙂 ყოველ შემთხვევაში მსგავსი ისტორია ჩემთვის ჯერ არავის მოუყოლია… ყველაფერი კი აი ასე იყო:

დაახლოებით ,,არაფერი გაგვიფუჭებია” თემატიკის მქონე ორი კვირის შემდეგ, დღის იმ მონაკვეთში, როცა, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ მზე თავის ზენიტს აღწევს, ,,პირწიგნაკად” წოდებულ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ფეისბუქზე, ბარბის შეტყობინება აწრიპინდა, რომელიც იუწყებოდა: ამოვიდა ყელში სახლი-სამსახური-სახლი მარშრუტი და საღამოს სადმე გავიდეთ, სანამ გავგიჟებულვარო… გეთანხმებით, შანტაჟივით ჟღერდა, ამიტომ უპირობოდ და ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე დავთანხმდი და ახალგამომცხვარ კლუბში, ,,არ გვინდა ბარბი გაგიჟდეს” ბარტყიც ვიხმე   🙂 ბარტყმაც ზრდასრული ,,არწივივით” სრული მხარდაჭერა გამომიცხადა და შებინდებისას შევიკრიბეთ.

ხედი Burj Al Arab-ზე... სამწუხაროდ მხოლოდ ხედით მოგვიწია დაკმაყოფილება

ხედი Burj Al Arab-ზე… სამწუხაროდ მხოლოდ ხედით მოგვიწია დაკმაყოფილება

ვისაუბრეთ ,,ვინ”-ზეც და ,,რა”-ზეც, ვიწუწუნეთ, ვიჭორავეთ და სათქმელი რომ შემოგვაკლდა სოც.ქსელებში მოპოვებულ ინფორმაციაზე ჩამოვარდა ლაპარაკი… მეც ,,გუდისთვის თავი შემომეხსნა” და დღის იმ ჭრელ პოსტერზე ,,წამომცდა”რომელიც ხელსაყრელ ფასად, ,,ხელსაყრელ” დღეებში დუბაის მონახულებას გვთავაზობდა და რომელიც მთელი დღეა ტვინს მიწამლავდა.  როგორც მოველოდი მომენტალურად გაჩნდა ბევრი ,,აუ”-თი დაწყებული წინდადაება. მაგრამ, აი, როდესაც ,,აუ” – ,,იქნება და…”-თი შეიცვალა უკვე ყური მომჭრა…. ეს ,,იქნება და…” მალე ,,მოდით რა…”-მ ჩაანაცვლა და…

ხუთი წუთის შემდეგ ტელეფონებში ცხვირჩაყოფილები, აქტიურად განვიხილავდით, ტურ ოპერატორების წინადადებებს. ძალიან სწრაფად შედგა ცხრილი და გადანაწილდა დავალებებიც… მას შემდეგ რაც, ჩემი ინბოქსი აჭრელდა 1001 (სიმბოლიკას პატივი ვცეთ) აქციის პირობით სასურველ ტურ სააგენტოსაც მივაგენით, შეთავაზება ცოოტა კიდევ შევალამაზეთ და დაახლოებით ერთ კვირაში დადგა ჩემთვის საძულველი ღამე, სახელად ,,ჩამილაგეთ ვინმემ ჩემოდანი, ღმერთი არ გწამთ?!”

ჩემთვის ალადინის სასახლე, მსოფლიოსთვის კი  Atlantis, The Palm :)

ჩემთვის ალადინის სასახლე, მსოფლიოსთვის კი Atlantis, The Palm 🙂

რათქმაუნდა მანამდე, ჩვეულებას არ ვუღალატეთ, და გუგლი კიდევ ერთხელ გავამწარეთ. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დაუზარელად გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და  ფოტომასალასაც წაგვახმარს ხოლმე. თუმცა მაინც უნდა ავღნიშნო, ვერ გავიგე სამყარო და საზოგადოება იცვლება ესე სწრაფად თუ ადამიანების უმრავლესობა ყველაფერს ზედმეტად დრამატულად აღიქვამს. what to do in Dubai and what not to do in Dubai კითხებზე ისეთი კომენტარი წავიკითხე კინაღამ გული გამისკდა და წასვლაც კინაღამ გადავიფიქრე. ეს არ ჩაიცვათო, ის არ თქვათო, ესე არ მოიქცეთ და ისე არ მოიქცეთო!!! ბოლოს ვხალისობდი, სამანტა ჯონსივით თუ არ დამემართა, რომ ჩამოვალ სანთელს დავანთებთქო. შევადგინეთ must see სანახავი ადგილების სია, ,,მოვიპოვეთ” რუკები (რუკა  1 და რუკა 2) და წინასწარ ვიყიდეთ  online-ბილეთები დუბაის მთავარი ღირშესანიშნაობის დასალაშქრად. თქვენც ამასვე გირჩევთ, თუ არ გინდათ ბილეთის გარეშე დარჩეთ 😉

must see სანახავი ადგილების სია დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

  1. Burj Khalifa
  2. Burj Al Arab
  3. Atlantis, The Palm
  4. Souk Madinat Jumeirah
  5. The Dubai Mall
  6. Mall of the Emirates
  7. Dubai Creek

ცოტა ვიფრინეთ თუ, ბევრი ვიფრინეთ სამწუხაროდ თვითმფრინავით და არა ჯადოსნური ხალიჩით, მშვიდობიანად დავჯექით გაერთიანებული საემირატოების მიწაზე და ტრაპზე გამოსულს ძლივს დავიჯერე საკუთარი სიტყვები ,,ცხელა, ხო იცი” (ეს ყველაფერი ხდება თებერვალში, როცა თბილისშს ისე ცივა, რომ ბრრრ….)

რაო რა მშრალიო ?!

ეს, ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო როცა, დასვენება, ამობარგება და სასტუმროს ტერიტორიის შესწავლა საღამოსთვის გადავდეთ და თბილისური გამყინვარებიდან, არაბულ სიცხეში მოხვედრილები კისრისტეხით მივაწყდით სანაპიროს. გუგლის დარიგებული ვიყავი, ფასიანი სანაპიროს ძებნით თავი არ შემეწუხებინა, განსხვავებას მაინც ვერ ნახავო. ამჯერად არ შემცდარა. სამაგიეროდ შეცდა ჩაცმა-დახურვის ამბავში და პირველ დღეს კინაღამ ჩვენი ნერვებიც იმსხვერპლა :)) სანამ მე და ბარტყი, ქანცგაცლამდე წყალთან ვჭიდაობდით და  ბარბი ტრადიციისამებრ შეზლონგით მზეს დასდევდა ვერც კი შევამჩნიეთ, რომ ეს მზე ნელ-ნელა დასაძინებლად გაემზადა. როგორც მიხვდით იმ ღამეს, ორმაგად დაგვცხა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თებერვალში პლაჟზე გასარუჯად წოლის გამოცდილება არცერთს არ გაგვაჩნდა, ალბათ გვეპატიება. ან არ გვეპატიება, იმიტომ რომ არაერთხელ გაიჟღრა კითხვამ
– დარწმუნებული ხარ, რომ ეხლა თებერვალია ? 🙂

მზის დარტყმა.....

მზის დარტყმა…..

ტურისტებისა და ემიგრანტების სიმრავლის მიუხედავად, დუბაი წყნარი ქალაქია. ეგვიპტური ვოიაჟის მერე, ბარბი თავს სამოთხეში გრძნობდა 🙂 აქ ღიმილი და თავაზიანობა must done არის. თბილისურ არეულობას მიჩვეული განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ,,ზებრის” ან შუქნიშნის ძებნაც არ გვჭირდებოდა, ფეხით მოსიარულეს ყველა გზას უთმობს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნამდვილად გვათამამებდნენ და ჩვენც ვცდილობდით ,,ბოროტად არ გვესარგებლა” მასპინძელთა თავაზიანობით. ტაქსი, გადაადგილების მშვენიერი და არც თუ ძვირი საშუალებაა. ყველაზე უჟმური ტაქსისტიც კი მშვენიერად ითავსებს გიდის ფუნქციას. მთუ ჩვენსავით გაგიმართლებთ, მაშინ საინტერესო ამბებით, ჭორებით, მომავალი დღისთვის სახელდახელოდ შედგენილი მშვენიერი მარშრუტით და კომფორტული მგზავრობით ისიამოვნებთ, ცეკვა-თამაშის ფონზე. ტაქსში სმა-ჭამა-მოწევა აკრძალულია ამიტომ თუ ტაქსი ცოცხალი თავით  არ გიჩერებთ, დარწმუნდით რომ, არცერთ თქვენგანს ხელში cola ან coffee არ უჭირავს 🙂 და თუ მაინც გააჩერა ტაქსმა, იცოდეთ რომ მძღოლი ემიგრანტია, რომელიც მოკრძალებული ღიმილით გთხოვთ ცენტრალურ უბნებში ,,დამალოთ სასმელი”, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თვითონვე ,,გაგახარებთ” არაცენტრალურ უბანში გასვლის ამბით 🙂 მიუხედავად კომფორტული ტაქსისა დუბაის მეტროთი ერთხელ მაინც უნდა ისარგებლოთ და ისიც სასურველია gold class-ით 🙂 ეს საუკეთესო საშუალებაა ქალაქი ზემოდან დაათვალიეროთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში და საორენტაციოდაც გამოდგება. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, ვაგონები დაყოფილია სამ: ქალებისა და ბავშვების, კაცების და ტურისტების განყოფილებად. აქაო და ტურისტი ვარო, ჭკუისკოლოფობას ნუ დაიწყებთ, ზედამხედველი ძალიან მკაცრად ითხოვს წესების დაცვას.

ხედი 124 სართულიდან...

ხედი 124 სართულიდან…

როგორც გითხარით, წასვლამდე გუგლს დავეკითხე what to eat in Dubai და მიუხედავად ორაზროვანი პასუხებისა, მაინც იმედს დავიტოვე, რომ, რომ რამე ტრადიციულს ვიპოვიდი, სულ ტყვილად 🙂 ქალაქში, მთელი აღმოსავლეთ და დასავლეთ სამზარეულო შეგიძლიათ დააგემოვნოთ, მაგრამ რაღაც მხოლოდ ,,ემირატული” ვერ მომართვეს.

დუბაის მშრალი კანონის ამბავი ხომ იცით :). თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ არც ისე მშრალი. არსებობს ორი კანონიერი გზა, იმისთვის რომ არ ,,მოგწყურდეთ” 😉

  1. ისიამოვნეთ Duty Fre-ს ასორტიმენტით და გაამდიდრეთ სასტუმროს ოთახში არსებული მინი ბარი
  2. იპოვეთ ,,სერთიფიცირებული” ბარი ან რესტორანი და მოიკალით წყურვილი. თუმცა ფასს რომ დახედავთ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ძალიანაც არ გწყურებით 😛

ჩვენ მთლიანად გეგმა ,,ა”-თი ვიმოქმედეთ, თუმცა ერთხელ ვერც გეგმა ,,ბ”-ზე ვთქვით უარი. უბრალოდ ერთ ძალიან ცხელ დღეს ფეხებმა თავისით მიგვიყვანა საჭირო დროს საჭირო ადგილას 🙂 ისე, რომ ეს სერთიფიცირების ამბავი არც კი გაგვირკვევია. რათქმაუნდა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ქუჩაში საეჭვო, ზიგზაგისებრი ტრაექტორიით სიარული კარგს არაფერს მოგიტანთ. ეს თეორიულად, პრაკტიკული გამოცდილება ჩვენ არ მიგვიღია 🙂

under the sea... ;)

under the sea… 😉

რომ არ მოგატყუოთ, მეჩეთებით და მუზეუმებით არ დავინტერესებულვარ. პირველი, იმიტომ რომ მეჩეთების საკმარისზე მეტი რაოდენობა ვიხილე და ვიგემე. რაც შეეხება მეორეს…. მართლა, სერიოზულად თვლით, რომ დუბაიში დრო მუზეუმში უნდა დაკარგოთ?! 😉 გინდათ მუზეუმი? სიამოვნებით… გამორთეთ Holywood / Bolywood-ის ნაწარმი, ნუ მოიშლით ნერვებს auto show-ებისა და Fashion TV-ს ყურებით. ადექით და სასეირნოდ, სავახშმოდ ან pre-shopping-სთვის გაემზადეთ. თამამად მიაშურეთ, მსოფლიოს ერთერთ უდიდეს shopping mall-ებს, თამამად მოირგეთ/მოერგეთ ცნობილ ბრენდებს/ბრენდებზე 😉 იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა HOME collection მარტო ლამაზი კი არა, ძალიან კომფორტული, გემრიელი, ღუნღულა და უხ, ბლინ i wanna be a billionaire…  სანამ, თქვენ ტაქსით ცდილობთ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოთ, შეგიძლიათ ქუჩაში ცოცხალი auto show-თი დატკბეთ. მართალია კუბის მსგავსად ძველ, სამუზეუმო ექსპონანტად ქცეულ მანქანებს ვერ წააწყდეთ, მაგრამ ძვირადღირებული ბრენდების კიდევუფრო ძვირადღირებული მოდელების ნაკლებობაზე ნამდვილად ვერ დაიჩივლებთ.  არაფერს ვამბობ Atlantis the palm hotel-ის ღია პარკინგზე, აქ მთავარია გახსოვდეთ, რომ ყბის ადგილი მუხლებთან ან კოჭებთან კი არა  სახეზეა  😛

პი პო პა პოოო....... ;)

პი პო პა პოოო……. 😉

რაც შეეხება shopping-ს, დუბაი საულაც არ არის  shopping dream. ბრენდი აქაც ბრენდია და ფასები აქაც თავბრუდამხვევია. როგორც გამოფრენის წინ გავარკვიე, სადღაც გარეუბნებში, არის რაღც ადგილები სადაც ,,შედარებით” იაფად შეიძლება ,,წინა კოლექციებს” წააწყდეთ. თუმცა ამ ყველაფრისთვის დაგჭირდებათ ადამიანი რომელიც კარგად იცნობს ქალაქს, რამოდენიმე დღე და არცთუმცირე თანხა. მთავარია გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი და უხარისხო ყველგანაა და ნუ ჩათვლით რომ ძველი დუბაის ძველ, ვიწრო ქუჩებში რაღაც განსაკუთრებული აღმოაჩინეთ 😉 საერთოდ, ჩემი რჩევაა mall-ის დასაპყრობად ერთი მთლიანი დღე გადადოთ, დამიჯერეთ დაგჭირდებათ. მე ჯერ ისე ,,გავერთე” შოპინგით და მერე, ჩემი ,,მომაკვდინებელი” ორიენტაციის პატრონი ,,ვაიმე მაგვიანდება”-ს ძახილში ისე დავიბენი, რომ გოგოებმა კინაღამ ხელი ჩაიქნიეს , ბოლო-ბოლო აეროპორტში ხო მაინც მოავაო.

shopping time....

shopping time….

შემიძლია ვთქვა რომ ეს ქალაქი თავის რეკლამას ბოლომდე ამართლებს, ამ ,,ახალგაზრდა” ქვეყანაში ყველაფერს ნახავთ წარსულს აწმყოსაც და მომავალსაც. ისინი უცნაურად, ერთმანეთისაგან თითქოს დამოუკიდებლად, მაგრამ, მაინც ერთ მთლიანობად არსებობენ. აღმოსავლური და დასავლური სტილი თითქმის სრულყოფილად ერწყმის ერთმანეთს. აქ ხვდები რომ ფანტაზიას არ აქვს საზღვრები და შეუძლებელი არაფერია. აქ, თვალის დახამხამებაში ,,ძალიან სიცხიდან” ,,ძალიან სიცივეში” შეიძლება ამოყო თავი და მთელი დღე ზამთრის, სამთო-სათხილამურო კურორტით ისიამოვნო. მშრალი, მწველი და ყვითელი უდაბნოდან, წყალუხვ ოაზისში აღმოჩნდე, რომელიც აღმოსავლურ სტილს თუ არ ჩავთვლით ძალიან წააგავს ვენეციას თავისი გონდოლებით. ტაქსით მგზავრობისას, არ გაგიკვირდეთ მძღოლის ხვათაშორის ტონით ნათქვამი ფრაზა, რომ თქვენ ამ წუთას წყალქვეშა ტრასაზე იმყოფებით. რათქმაუნდა არაფერს ვამბობ დუბაის სიამაყეზე და მსოფლიოს #1 შენობაზე, რომლის 124 სართულიდან სხვა ყველა ,,ცათამბჯენი” ძალიან ,,არაცათამბჯენურად” გამოიყურება 🙂 თევზები და აკვარიუმები ნამდვილად არასდროს მხბლავდა, მაგრამ გიგანტურ აკვარიუმში მოგზაურობამ შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა.

ცნობის ფურცელი.... :)

ცნობის ფურცელი….  🙂

 არქიტექტურა და ინოვაციური ტექნოლოგია, იდეალური საშუალებას იძლევა, დაინახო და აღიქვა, რომ ერთ დროს ტიპიური აღმოსავლური ქალაქი, ამბიციურად, ჯიუტად წინ მიიწევს ყველა დასავლეთის დასაჩრდილად. საერთოდაც, თუ თქვენ ადამიანების იმ კატეგორიას განეკუთნებით, რომლეთაც ,,თვალით უყვარს” ეს ქალაქი გულგრის ნამდვილად არ დაგტოვებთ.

Advertisements