,,წიგნი, ყრდით (არ) ფასობს?!”

ვფიქრობ აჟიოტაჟი, სტიგ ლარსონის და მისი ტრილოგიის პირველი ნაწილის -,,გოგონა დრაკონის ტატუთი” გარშემო ჩაწყნარდა. თბილისის კიდევ ერთი კაპრიზი. ჯერ პარფიუმერმა გადაუარა, მერე პაულო კოელიომ, მერე ბეკბედერმა და წინ კიდევ რამდენი გველის კაცმა არ იცის 🙂 პრინციპში რა უნდა ვთქვა? არც მეცუდება ეს ამბავი და არც მეკარგება, ყველაფერს თავისი მიზეზი და მიზანი აქვს… ბესთ სელერებთან ცოტა უცნაური დამოკიდებულება რომ მაქვს ეს უკვე ავღნიშნე, შესაბამისად ეს უკანასკნელიც  ისე დავტოვე მხედველობის მიღმა, რომ არც რეცენზიები წამიკითხავს და არც ვინმესთვის მითხოვია წიგნისათვის დიაგნოზის დასმა, მითუმეტეს დეტექტივისათვის… არ მიყვარს ეს დეტექტივები და მომკალით… ხასიათის ბრალია ალბათ… დეტალებს ყოველთვის ნაკლებ ყურადრებას ვაქცევ… ჩვეულებად მაქვს, პირველი თავის მერე ბოლო თავი წავიკითხო, მხოლოდ ამის შემდეგ ვახერხებ წყნარად კითხვას… აბა ეხლა მითხარით, როგორ უნდა მიყვარდეს დეტექტივები 🙂 ისე ცოდვა გამხელილი სჯობსო და ტატუების მოყვარულს, ერთი კი ამიფანცქალდა გული, ხომ არ მეყიდათქო, მაგრამ მაგიდაზე საგანგებოდ დაწყობილ ,,უნდა წავიკითხო” წიგნების რაოდენობას და თითოეული მათგანის მოცულობას რომ გადავხედე გულმა ფანცქალი მომენტალურად შეწყვიტა 🙂 ესე მიეცა თბილისში გაპიარებულ-განდიდებული წიგნი დავიწყებას ჯერ ჩემთვის…  მერე კი, ნელ-ნელა თბილისისთვის…

სამსახურიდან მოსულს, ჩვევად მაქვს ყავით ხელში კომპთან მოკალათება და  ახალი ფილმის ძებნაში  საიტებზე ძრომიალი… ასე წავაწყდი დევიდ ფინჩერის ფილმსაც – ,,გოგონა დარაკონის ტატუთი” . რომ არ მოგატყუოთ, ამ  არც თუ ისე პატარა ქრონომეტრაჟის მქონე ფილმის განმავლობაში ერთი ორი ბლოგის დათვალიერება და კიდევ წვრილ წვრილი მაიმუნობებიც მოვასწარი  🙂 ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ,,დეტექტიობანას” თამაში მაგივრად ადამიანის ფსიქიკაზე და გამეფებულ სტერეოტიპეპზე ამეკვიატა ფიქრი. პოსტიც ამაზე იქნება.

ლიზ-ბეტი, ბისექსუალი გოგონა, რომელიც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო ჩაცმულობით აგდებს საზოგადოებას შოკში. იდეალური მაგალითი საზოგადოების იმ უცირესობისა, რომელსაც უმრავლესობა ხშირად სამარცხვინო, წეს-წყობილების დამარღვეველ ,,ხორცმეტს” უწოდებს.  ეს უკვე აქსიომად იქცა, უკეთეს შემთხვევაშუ (ჩვენდა სამწუხაროდ) გეზი ამ მიმართულებით აქვს აღებული და რადგან ყველა დოგმას გამყარება სჭირდება რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს მისი განხილვა. შესაბამისად ყოველგვარი უხამსობა , გარყვნილება და კიდევ მრავალგვარი უბედურება ამ უმციერესობას უნდა მიეწეროს.

გამყარდეს იდეა, რომ ამ ,,ხორცმეტებში” არ შეიძლება რაიმე ნათელი წერტილი არსებობდეს, რომ  იყო უმრავლესობისაგან გემოვნებით, რასით,  რელიგიით და კიდევ უარესი აზროვნებით განსხვავებულობა დანაშაულია, რომ ეს ავადმყოფობაა, თანაც უბრალო კი არა, გადამდები… რომ მათზე უარის თქმა, სანაგვეზე მოსროლა, ,,ლინჩის წესით გასამართლება” ბევრად ,,სწორი” საქციელია ვიდრე მათ პიროვნებაში გარკვევა, საერთო ენის გამონახვა, სამყაროს მათი თვალით დანახვა და ყველაზე ელემენტარული და ჩემის აზრით აუცილებელი  დემოკრატიაზე სულ მცირე
პრეტენზიის მქონე ერისთვის… სხვისი უფლებების პატივისცემა.

თავის გასამართლებლად  შირმად აფარებული რელიგია. ,,წმინდა წერილები”, ტრადიცია, მორალი და ა.შ.  სიტყვები და მცნებები რომლის განმარტება და გამოყენების ,,ინსტრუქციები” ხშირად ჩვენთვისაც უცნობი ან დამახინჯებულად გაგებულია. განა ქრისტიანობის ოქროს წესებს არ განეკუთნება წესი, რომლის მიხედვითაც ქრისტე თავის მოწაფეებს მოუწოდებდა ადამიანებს მოქცეოდნენ ისე როგორც მათ უნდოდათ რომ მოქცეოდნენ?! განა ქრისტე არ ტრაპეზობდა ცოდვილთა შორის რადგან გულწრფელად სწამდა რომ მხოლოდ ავადმყოფს სჭირდება მკურნალი?! მაშინ სადაა აქ ლოგიკა?! ნუთუ მხლოდ განსხვავებული გემოვნების, რასის, მრწამსის და ორიენტაციის გამო შეიძლება ადამინს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანო? ადამიანს რომელიც არ არღვევს კანონს და ცხოვრობს ისე როგორც სიამოვნებს და საჭიროდ თვლის თან ამასთან არავის არაფეს უშავებს.საღმრთო წერილის თანახმად ,,მრუშობა” ყველასათვის ერთნაირი დანაშაულია, განურჩევლად სქესისა. მაშინ რატომ გავართულეთ ყველაფერი ,,შეიძლება” ,,არ შეიძლება” დაშვებით?! რატომ ვხედავთ სხვის თვალში ბეწვს როცა საკუთარ თვალშ დირეს ვერ (ან იქნებ ,,არ”) ვამჩნევთ და შემჩნევას ვინ ჩივის ვერც კი ვგრძნობთ მის არსებობას.

დემოკრატიას ვითხოვთ და ყველანი საშინელი ტირანს ვასაზრდოებთ გონებაში. გვძაგს და გვძულს ყველაფერი რაც ,,სხვანაირია”. გვაშინებს, მაგრამ მარაზმამდე მისული პატივმოყვარეობა არ გვაძლევს ამის აღიარების საშუალებას, ამიტომ აგრესიით გამოვხატავთ პროტესტს, რომელსაც რატომღაც და ჩემთვის აბსურდული მიზეზით ისეთი ცნებებით ვამყარებთ რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ სიყვარულზე და მიტევებაზეა დაფუძნებული. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ სამყარო გვინდა თუ არ გვინდა, გვჯერა თუ არ გვჯერა ბუმერანგის მექანიზმით მუშაობს. რასაც გავცემთ იმას ვღებულობთ. ჩვენი აგრესია, აგრესიასვე წარმოშობს მხოლოდ. აგრესიას, რომელიც ჩვენი ,,დახმარებით” ,,განსხვავებულთათვის” დიდი ხანია თავდაცვის ინსტიქტად გადაიგცა და ეხლა უსირცხვილოდ ვაბრალებთ მათ წესრიგის დარღვევას.

მეორეს მხრივ, ადამიები, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ. აცვიათ, იქცევიან საუბრობენ ისე როგორც მკაცრად დეტალებში განსაზღვრული ეთიკა მოითხოვს. ჩვენ არ ვამბობთ უარს მათთან ურთიერთობაზე, ვთვლით რომ ისინი საზოგადოების შემდგარი და სრულფასოვანი წევრები არიან. იქნებ ზოგჯერ გულწრფელი კომპლიმენტიც კი გავიმეტოთ მათთვის, კომპლიმენტი, რომელსაც ქვეცნობიერად საკუთარ თავს ვეუბნებით, იმისთვის რომ არ გომოვირჩევით უმრავლესობისაგან, რომ ვერ გაგვიბედავს უარი ვთქვათ იმ ჩვევებზე და დოგმებზე რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი, მიუღებელი ან საშინლად მოძველებულია. სამაგიეროდ სრული სიამაყით ვამტკიცებთ ჩვენს ინდივიდუალურობას.

მაგრამ რა ქმნის ინდივიდუალურობას? დრო ისედაც სწრაფად გარბის და ისედაც გვეცოტავება, ვის სცალია ამაზე ფიქრისთვის. მთავარი სხვაა, მთავარია ვინმემ ,,სხვანაირად” არ მოგვნათლოს. მაშინ ხომ მოსვენებას დავკარგავთ, დასრულდება ჩვენი სიმშივიდე, დაიმსხვრევა მიზნები, ბუნდოვანი გახდება მომავლი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იქნებ სიცოცხლესაც დაემუქროს საფრთხე. იქნებ ვიღაც ,,არა-სხვანაირიმა” ყველაზე კრიტიკულ მომენტში ჩათვლოს, რომ მისგან განსხვავებული რასა, რწმენა, ორიენტაცია ნაკლებად მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია.

გამოვტყდეთ, რამდენჯერ დავფიქრებულვართ რა შეიძლება იმალებოდეს, ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრის ნიღბის უკან? რატომ არ დავფიქრებულვართ რას  შეიძლება მალავდეს სრულყოფილებამდე მისული ,,წესიერება” და ,,უმწიკლო რეპუტაცია”?! ბოლოს და ბოლოს ხომ ,,ყველა ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს”

Advertisements