One Night Lover / დასასრული წერტილის გარეშე

ლილიტის შთამომავალიათქო – ვიტყოდი მასზე და მის მსგავსებზე, ის კი მომხიბვლელ და ამოუცნობ ღიმილს მაჩუქებდა, რომ არა ერთი ფაქტი… მე მისი შემქმნელი, ის კი ჩემი ქმნილებაა…

გააღვიძეს…  ყურმა, უმცირესი ხმოვანი ტალღები  დააფიქსირა… შეგრძნების რეცეპტორებმა გესტაპოს მსგავსი ოპერატიულობით მიაწოდა ინფორმაცია რაიხსტაგს – ტვინს, ჩვენს მახლობელ ტერიტორიაზე მოძრაობა იქნა შემჩნეულიო… მანაც არ დააყოვნა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა… სხეული გაჯიუტდა… ჯერ კიდევ ვერ აღედგინა დაკარგული ძალები და დამსახურებულ ჯილდოს, დასვენებას ითხოვდა… ზანტად, თუმცა მაინც დაიძრნენ ადგილიდან ტყვიასავით მძიმე ქუთუთოები… მთვარის  შუქზე გაარჩია… ,,დამნაშავე“ ლოგინიდან წამოდგა, ადგილიდან დაიძრა და ოთახის სიღრმეს მიაშურა… ,,დანაშაულის“ მოტივი კვლავაც უცნობი დარჩა…

ყველა ადამიანს აქვს რაღაც ჩვეულება, ხასიათის რაღაც შტრიხი ან რაღაც რაღაც, რაც ძალიან არ მოგვწონს და სიამოვნებით მოვუღებდით ბოლოს მის არსებობას. ხშირად სურვილი სურვილადვე რჩება  და ამ არასასიამოვნო ,,რაღაცასთან” ერთად ვსწავლობთ ცხოვრებას… у каждого свои тараканы в голове…  ზედმეტად ფხიზელი ძილი იყო ის, რასაც არაერთხელ, არერთი ღამე დაუმშვენებია მისი არსებობით… მიხვდა, არც ეს ღამე იქნებოდა გამონაკლისი…  აივნის კარი ღია იყო, მაგრამ დახუთულ ჰაერს ვერაფრით შველოდა… ნათელი ღამე… ჩაიდნის ყრუ ხმაურზე მიხვდა სამზარეულოშ ყავა ან ჩაი მზადდებოდა… ალბათ უფრო ყავა… ჩაი რაღაც ვერ მოუხდინა ღამის თანამგზავრს… ერთი  გაიფიქრა, მეც ხომ არ მიმებაძაო მაგრამ თავი შეიკავა… ოთახში, მამაკაცის სილუეტი ისევ ამოძრავდა, მიმართულება –  აივანი… ფეხაკრეფით მიიპარებოდა… ესიამოვნა მისი სიფრთხილე, თუმცა ცივმა ქონებამ ცივდავე დაუქროლა… იქნებ ორივეს ერთი მიზეზი ჰქონდათ სიფრთხილისათვის…  მოძრავი სხეული ღამის შუქზე  შეათვალიერა… კმაყოფილი დარჩა საკუთარი არჩევანით… შეფუთვა შთამბეჭდავი იყო. სხეულს, პატრონის განსაკუთრებული მზრუნველობა ეტყობოდა. ღამის მკრთალ შუქზეც კი შეიმჩნეოდა, რომ კუნთოვანი ქსოვილი დიდი ხნით არასოდეს ყოფილა მოდუნებული.

თითქოს ყველაფერი სიმშვიდეში ჩაძირულიყო, მაგრამ კაცის დაძაბული მხრები  ამ ყოვლისმომცველ სიმშვიდეს არღვევდა… ჩაფიქრდა… რა უნდა აწუხებდეს ამ მამაკაცს… ,,ბახუსი და უძილო ღამე“ – უპასუხა თავისივე კითხვას. ღამის თანამგზავრი აივანზე მოთავსებულ სავაძელში მოკალათდა… ჯდომის მანერა მიუთითებდა, რომ დაკვირვების ობიექტი თვითონაც ვიღაცას აკვირდებოდა… ეს ვიღაც კი ვინ უნდა ყოფილიყო ამ ღამით თუ არა ის…. ქალი ძილის დაფრთხობის გამო ფრიად უკმაყოფილო გახლდათ. არც უხერხული საუბრის პერსპექტივა ხიბლავდა მანდამაინც… თუმცა უკანასკნელმა აღმოჩენამ თამაშის ხასიათზე დააყენა… რაც შეეძლო შეუმჩნევლად, ზედმეტი მოძრაობის გარეშე შეავლო თვალი საკუთარ სხეულს…. ყოველთის იცოდა მისი ფასი. საერთოდაც,  ამ არსებაში იმდენი თავდაჯერებულობა და პატივმოყვარეობა იყო, მთელს თუ არა, ალბათ ნახევარ დედამიწას მაინც ეყოფოდა… ამბობენ საკუთარი თავის სიყვარული მარადიული რომანის დასაწყისიაო. ალბათ ზოგისთვის  ადრე იწყება ეს რომანი, ზოგისთვის გვიან, ზოგისთვის საერთოდ არ იწყებ, მისთვის კი ძალიან ადრე დაიწყო.

არასოდეს ყოფილა ნაცრისფერი, ყოველთვის კაშკაშა წითელი იყო…  ხშირად გამხდარა, განხილვის საგანი, თუმცა არასდროს შეუწუხებია თავი ამის გამო. ყველაფერს თავისი ფასი აქვსო იტყოდა და გაგიღიმებდათ… და რადგან გულწრფელად სჯეროდა ამისა, თამაშის წესებსაც საკმაოდ სწრაფად და უმტკივნეულოდ დაეუფლა. უნარმა თუ უბრალოდ ახირებამ, ლუპის ქვეშ დაკვირვებოდა ადამიანთა ურთიერთობებს, ირონია და სარკაზმი შესძინა. მალე ისინი ჯერ მისი შინაგანი სამყაროს საყრდენ ღეძად, შემდეგ წრთობის პროცესში კი, რომელიც ყველაფერს სჭირდება, ფოლადით დაწყებული იდეით დამთავრებულს, მოტივაციადაც გადაიქცნენ.  ალბათ ამის ბრალიც იყო, რომ ქალი, აუტანელ სიამოვნებას ღებულობდა, როცა იმას, რასაც ამაღლებულს და წმინდას უწოდებენ, მიწიერების ბეჭედს ასვამდა. მოირგებდა მეფისტოფელის ღიმილს  და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებდა თავს და გარშემომყოფთ, საკუთარ მოსაზრებას.. ვერაფერს იტყვი, მან მშვენივრად იცოდა მოვლენების ფასი, მაგრამ ვერ/არ აღიქვამდა მათ ღირებულებას… ცხოვრებას ბაზარივით უყურებდა, სადაც რაც შეიძლება იაფად და სწრაფად უნდა მოიპოვო საუკეთესო…

ყოველთვის სჯეროდა რომ გამორჩეული იყო. ვერ აგიხსნიდათ რატომ, ან რით, უბრალოდ სჯეროდა და მისდა სამწუხაროდ უზომოდ თავდაჯერებულს ამის აღიარების სულაც არ რსცხვენოდა… თუმცა… იქნებ ეს რაღაც ქალური ალღო იყო, იქნებ კიდევ ერთი ადამიანური თვისება… ჩვენ, ადამიანებს ხომ საოცარი ნიჭი გვაქვს საკუთარ თავს მივაწეროთ ის, საითაც გულის სიღრმეში, ცნობიერად/ქვეცნობიერად მივისწრაფვით… თუმცა ფაქტია, სწორედ ამ რწმენის დამსახურება იყო, რომ არ გარბოდა რეალობიდან. ჩვევა, ყოველთვის მთელი თავისი სიმახინჯით დაენახა და ჩაძიებოდა მას, სწრაფად ადაპტირების საშუალებას იძლეოდა. ცხოვრებაში სამწუხაროდ იშვიათდ ვხვდებით მშვენიერ სინამდვილეს. მშვენიერება, როგორც  წესი ფარსისა და ტყულის თანმდევია… აი ისე, როგორც ჯერ კიდევ შეუბღალავი თოვლი აამებს ხოლმე მზერას, მაგრამ შეიძლება მხოლოდ სუსტი საფარი აღმოჩნდეს არასასიამოვნო სინამდვილისა. ცვლილებების უზარმაზარი ტალღა… მორევი სადაც დაუფიქრებლად გადაეშვებოდა, აი რა იყო მისი წმინდა გრაალი. რადგან, თუ რამეს გაურბოდა ცხოვრებაში, ეს  ჩარჩოები, რუტინა და მოვლენები იყო, რომელთაც შეიძლება მიჩვეოდა… წყევლა თუ ნიჭი არავინ იცის…

დროთა განმავლობაში ქალსა და ადამის მოდგმას შორის საკმაოდ მყარ ბარიერად ჩამოყალიბდა მის მიერ შექმნილი, თითქმის იდეალურობამდე მიყვანილი ფარი… მისთვის ალბათ საკეთილდღეოდ აღიარებდა კიდეც ამას… ისე, ათასში ერთხელ… ძალიან იშვიათად, საკუთარ თავთან გულახდილობის, როგორც თვითონ ეძახდა ,,სისუსტის“ წუთების დროს… თუმცა ეს წუთებიც ისევე მალე მიდიოდა როგორც მოდიოდა… გრძნობდა ჭაობში იდგა, მაგრამ, რადგან თვითონვე თავისივე გონებითა და ფიქრით გაანადგურა ყველაფერი რაც საზოგადოებისათვის წმინდა იყო, რაზეც მრავლად დაწერილა და ალბათ კიდევ მრავლად დაიწერება, მაზოხისტის სიამოვნებას განიცდიდა იქ დგომით… სამწუხაროდ თვითდაჯერებულობა სიამაყის გარეშე არ არსებობს. სიამაყემ მოიტანა ის, რომ ვერ დაუშვა და თამამად შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, ვერც დაუშვებდა ,,საკუთარი ბედნიერება ვინმეზე დამოკიდებული გაეხადა“

ურთიერთობა, რომელიც ჩანასახშივე განწირულია დასასრულისათვის. მოკლებული ყოველგვარ რომანტიზმს და კლასიკად ქცეულ ბანალურობას. ცხოვრებისთვის წართმეული კიდევ ერთი სასიამოვნო წუთი… ტრიუმფალური შეგრძნება, რომ შემდგარი მტაცებელია… რომ ჯუნგლებში, რომელსაც კაცობრიობამ ცხოვრება უწოდა მისი ინსტინქტი კვლავაც უფრო ძლიერია ვიდრე სხვა მრავალის… და როგორ არ უყვარდა… როგორ გაურბოდა გათენებას, უხერხულ საუბრებს და გულწრფელ ან ისე, სხვათაშორის ,,სახელდახელოდ დაგეგმილ“ სამომავლო გეგმებს…აი ეხლაც, უყურებდა აივანზე მოკალათებულ ღამის თანამგზავრს და ფიქრობდა… ვითომ რამე ახალი? არაა…
სუკეთესო ვარიანტად შეუმჩნევლად გაპარვა ეჩვენა, თუ რათქმაუნდა მოახერხებდა, და თუ არა…

P.S. საინტერესოა რა იქნებოდა ამ ორ არსებას, რომ სცოდნოდა რამდენი საერთო იყო მათ შორის, თუმცა, იქნებ, არც არაფერი ყოფილიყო…

Advertisements