პროტესტისდამაგვარი…

მოვყვეთ თავიდან… ბავშობაში ყველას გვასწავლიდნენ ეს შეიძლება, ეს არ შეიძლებაო… ამას თუ გააკეთებ კარგი გოგო/ბიჭი ხარო, თუ არაო ცუდიო… ან პირიქით… მოკლედ როგორც იყო… გარშემო ყველა, ვისაც ეზარებოდა ან არ ეზარებოდა გამზადებული ,,შპარგალკა” იყო, როგორ უნდა მოქცეულიყავი, გეფიქრა, გეაზროვნა და რაც მთავარია,აუცილებლად იმავე ფერის, ზომისა და წონის ყოფილიყავი რაც სტანდარტულად ითვლებოდა იმ  საზოგადოებისათვის, რომელმაც პატივი დაგდო და შანსი მოგცა, რომ მისი ნაწილი გამხდარიყავი… თუმცა სხვა მხრივ ,,ყვავის და ბახალას” ამბავი დარწმუნებული ვარ ყველამ ჩემზე კარგად იცით 🙂 სანამ პატარა ხარ (ამავე საზოგადოების გაგებით, თორემ…)  ,,ბავშვია ეპატიება” რკინის არგუმენტია… უფრო სწორად რკინისაა სანამ ისევ ,,ყვავი და ბახალა” ამბავი არ დაიწყება 🙂 მოკლედ, სანამ საზოგადოება ჯერ კიდევ ,,პატარას” სტატუსით განიხილავს შენს არსებობას, ,,ნორმისგან გადახრებს” მეტნაკლებად უმტკინეულოდ გპატიობს … ყოველთვის მოიძებნება დეიდა, ბიძია, ბიცოლა, მამიდა ან მეზობელი რომელიც ,,კეთილი სამარიტელის” როლს იკისრებს, არ დაგზარდება და ,,გზაზე დაგაყენებს” თუმცა…

მერე იწყება თავდავიწყება… იზრდები… ღებულობ ინფორმაციას. მეტნაკლებად ინახავ და ახარისხებ მათ. გიწევს კონტაქტი საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, თუ გაგიმართლებს რასასთან და კულტურასთან… შეიძლება მოგზაურების ნებაც მისცე საკუთარ თავს… და აი აქ იწყება პრობლემები… ჯერ საკუთარ თავთან, მერე შემქმნელ, ,,მასაზრდოებელ საზოგადოებასთან”… მას შემდეგ რაც , ნებით თუ უნებლიედ  მოიპოვებ ინფორმაციას, ასევე ნებით თუ უნებლიედ იწყებს ტვინი დამუშავება/გადამუშავებას და, ან იღებს ახალ ემოციებს, განცდებს და შეხედეულებებს, ან აპროტესტებს და მომენტალურად ეძებს რკინის არგუმენტებს მათ გასაბათილებლად… იწყება დაუსრულებელი ჯაჭვი… გიწევს გადახედო ყველა წეს-ჩვეულებას, დოგმას და ჩარჩოს რასაც გაჩვევდნენ და ისე გასწავლიდნენ რომ ,,აი დილით ახალგაღვიძებულზე რომ გკითხო, დაუბნევლად უნდა უპასუხო”… აქვე ცალკე აღსანიშნავია რწმენასთან დამოკიდებულება, რომელიც ძალიან ცივი გონებით რომ ვთქვათ, არც კი უკითხავთ შენთვის ისე ჩაგიდეს ტვინში და აირჩიეს შენს მაგივრად ის გზა რომელიც ,,ჭეშმარიტებამდე” მიგიყვანს… თუმცა ამავე ,,ჭეშარიტებამდე” მისასვლელად ყველას საკუთარი მოსაზრება და არგუმენტაციაა გააჩნია… მოკლედ იზრდები… იღებ გამოცდილებას და…

ყველაზე საინტერესო მომენტი ალბათ მაშნაა, როცა საკუთარი ნებით იწყებ  შეხედულებების და პრიორიტეტების გადახედვას… როდესაც ხვდები, რომ ყველაფერი თურმე ისე სულაც არ ყოფილა როგორც გეუბნებოდნენ და გარწმუნებდნენ… ან სულაც შეიძლება ადრე კი იყო, მაგრამ ეს ,,ადრე” დიდი ხანია მოკვდა და ,,ჩემ დროს” დიდი ხნის წინ გაიხრწნა…  საინტერესოა, რატომ ვიტანჯავთ ადამიანები თავს? რატომ ვაშენებთ უზარმაზარ ბარიერებს ჩვენი ცნობიერების გარშეო? რატომ ვეწამებით იმ ჩარჩოების და დოგმების გამო რომელთა წარმოშობის არც მიზეზიც და არც მიზანი არ ვიცით? ნუთუ ჩვენთვის, რასისთვის რომელსაც განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია საკმარისი ახსნაა ,,იმიტომ რომ…”  სადღაც ამოვიკითხე, კაცობრიობის ყველაზე მტკივნეული კითხვა ,,რატომ?” არისო და ეს მტკივნეული კითხვაა მიზეზი მისივე განვითარებისა და ევოლუციისაო… და თავისთავად ისმის კითხვა ,,რატომ, არ გვაქვს არგუმენტები ჩვენი შეხედულებების დასაცავად?” და თუ ვინმეს გონია რომ  არგუმენტაცია და მტკიცებულება მხოლოდ მეცნიერებას სჭირდება, ჩემი გადასახედიდან შემიძლია თამამად ვთქვა ,,ცდები”… სავარაუდოდ არ არსებობს ,,პიროვნებაზე” საინტერესო ფენომენი, ამ ფენომენს გაზრდა და განვითარება სჭირდება, და ისევე როგრც მეცნიერების ნებისმიერ დარგში, აქაც მრავლად ისმის უკვდავი კითხვა ,,რატომ?” ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ადამიანს რომელიც პოტენციური მატარებელია ამ ფენომენნისა, არავინ გამოკეტავს ლაბორატორიაში და მიკროსკოპით რომც დააკვირდნენ დიდი შანსია იმისა, რომ მრავალი საკითხი შეუსწავლელი დარჩება… ერთადერთი ვისაც შეუძლია ჩაეძიოს ფენომენის სიღმეებს და ნათელი მოფინოს მათ, ისევ ამ ფენომენის ,,მატარებელია” …

თქვენი არ ვიცი, მაგრამ  ბავშვობიდან მქონდა უცნაური ჩვევა, ჩემი ყველა ჩვევის, შეხედულების და აზრის მიზეზი და საბაბი, ან თუდაც მიზანი გამომეცნო, სავარაუდოდ ეს ჩვევა რომელიმე წიგნიდან ან ფილმიდან ,,ავიკიდე”… ყოველთვის მჯეროდა, რომ არ შეიძლება გაუაზრებლად მომხრე ან მოწინააღმდეგე იყო რაიმე მოვლენისა, მხოლოდ იმიტომ, რომ ,,მასაზრდოებელი საზოგადოების” უმრავლესობას მას ,,ნორმად” ან ,,უ-ნორმოდ” განიხილავს… ყველამ ვიცით რაც ემართება დამდგარ წყალს… ყველაფერს სჭირდება მოძრაობა და განახლება, რაც არ უნდა მტკივნეული და რევოლუციური იყოს… დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას სიტყვა ,, ქაოსის” გაგონებაზე არასასიამოვნო ასოციაციები გიჩნდებათ, მაგრამ განა ქაოსი არ არის, როცა  აწმყოს და მომავალს ეპოტინები და თან გინდა,  გახუნებული, უკვე გამოუსადეგარი წეს-ჩვეულებები და წეს-წყობილება მოარგო… არა და, თან რომ ვერც არგებ 🙂 … და გამოდის რაღაც გაურკვეველი აჯაბსანდალი 🙂 იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ სიტყვები ,,ტრადიცია, ან ტრადიციული” უკვე ,,ქალიშვილობის ინსტიტუტის” სინონიმებად რომ იქცნენ… გავმეორდები და ვიტყვი: ,,სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს 🙂 (მაინც გამეცინა) …მგონი ადამიანებს და ღამურებს (ჰო, ჰო, ღამურებს) გარკვეული საერთო თვისებები გაგვაჩნია… ორივეს გვირჩევნია ნათელზე არ გამოვიტანოთ საკუთარი არსებობა… ჩვენ ბრბოს ვაფარებთ თავს, მისგანვე რომ დავიცვათ თავი… ღამურებიც ერიდებიან სინათლეს, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ეგ უკვე იცით 😀 გვეშინია… ღმერთმა არ ქნას და არ გაიგონ რომ ,,აი, მთალად ისეთი არ ხარ” და რომ გყოფნის თავხედობა და ,,ეჭვქვეშ აყენებ და საკამათოდ ხდი თემებს, რომელზეც შენი დიდი და დიადი წინაპრები გაიზარდნენ”…. მაგრამ ის არავის ახსენდება, რომ თავის დროზე ამ წინაპრებმაც საკამათო გახადეს თემები, რომელზეც  ,,მათი დიდი და დიადი წინაპრები გაიზარდნენ”… პრობლემა მარტო ,,მამების და შვილების კონფლიქტი” არ არის, საბაზისო პრობლემა ის არის თუ რატომ არ ვზრუნავთ საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაზე?

ხშირად მომისმენია ადამიანებისაგან ფრაზები, შეხედულებები, წესები და აქსიომები რომელთაც არგუმენტით ვერ ამაგრებენ, უბრალოდ სჯერათ, რომ ესეა და მორჩა, ან შეიძლება არ სჯერათ, არ უნდათ სჯეროდეთ მაგრამ… ესე იყო და იმიტომ იყო რომ საჭირო იყო… მოკლედ მიხვდით ალბათ, რა სიტუაციაზეცაა საუბარი… როცა ამგვარ სიტუაციაში ხარ, ჯობია დაივიწყო, რომ ვინმე რამე არგუმენტს მოიყვანს შეხედულების გასამყარებლად ან რამეზე წყნარად იმსჯელებს… მაგრამ ეშმაკი რომ შეგიჩნდება კაცს 🙂 ზიხარ და ჯერ სერიოზული სახით განიხილავ ,,წამოჭრილ პრობლემას” მერე უკვე ინტრიგნული ღიმილი გეფინება სახეზე… შენს თანამოსაუბრე, უკვე აშკარად დაძაბულია და აზარტში შესული ურთიერთ გამომრიცხავ ფრაზებს ისვრის 🙂 შენც  ზიხარ შენს პატარა ეშმაკუნასთან ერთად და ხითითებ… ნუ თუ შენი ,,ოპონენტი” არგუმენტად მუშტებს არ მოიყვანს რათქმაუნდა… არ თქვათ ეხლა ,,კარგი რაო”, ეგეთებიც ხდება ჩვენდა სამარცხვინოდ… ..განსხვავებულობა, შურს ბადებსო” ნათქვამია, თურმე ნუ იტყვი, შურს კი არა ლამის სიცოცხლისთვის საშიში ყოფილა…

ალბათ ამ პოსტის წაკითხვის შედეგ გამოჩნდება ერთი-ორი ,,ინტრიგანი” (გამოთქმას სერიოზულად ნუ მიიღებთ) 😉 და ჩათვლის, რომ თავი ,,ძალიან მაგარი” მგონია 🙂 სულაც არა ჩემო კარგო, უბრალოდ მე ჩემს სუბიექტურ აზრს ვამბობ… მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს რისი და რატომ სჯერათ, არ უყურონ ადამიანებს ეჭვის თვალით თუ ამ უკანასკნელის განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არასოდეს დაგვავიწყდეს რომ ჩვენი უფლებები მთავრდება იქ სადაც სხვისი იწყება…

Advertisements