ვინ დაბერდა ?! / ანუ ტრადიციისამებრ….

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და ბარტყი კინოში  ერთხელ უკვე ,,გადაგდებულ” x-men-ზე   მივდიოდთ… მართალია, დილით ბარტყვი ძალიან ,,ავარიულ” მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც ვეწვიეთ კინოთეატრს და თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფილმის მსვლელობისას ,,აუ, გავიყინე” მესმოდა გვერდით სკამიდან, ძალიანაც ვისიამოვნეთ (მე ყოველშემთხვევაში)… ჩვენი (არა)პროფესიული დასკვნა შემდეგნაირად ჟღერდა ,,ტრანსფორმერებს ჯობდა”… 🙂

თუმცა ისტორია, რომელიც ეხლა უნდა მოგიყვეთ უფრო ადრე პირწიგნაკზე 🙂 დაიწყო და არაფერი არ აქვს საერთო არც კინოსთან და არც კინოთეატრთან… დღეს ბარბის დაბი.დუბია… შესაბამისად გუშინ მე და ბარტყი აქტიურად განვიხილავდით ამ თემას და ვბუზღუნებდით ბარბის უარყოფით დამოკიდებულებაზე: ,,რა გიხარით?! კიდევ ერთი წელი გვემატება”… ხოდა მოვიფიქრეთ, რომ ჩვენს ბარბის ცოტა ეიფორია არ აწყენდა და სამოქმედო გეგმის შედგენაც დაიწყო… გეგმა შემდეგში მდგომარეობდა… ბარბის უნდა გონებოდა რომ ჩვენ არ გვახსოვს  მისი დაბ.დღე და არ ვაპირებთ მის აღნიშვნას… და ყველაზე მოულოდნელ მომენტში თავზე დავდგომოდით… ხოოოდა, ფილმამდე და ფილმის შემდეგ დავკავდით ტორტიკების და სანთლების ძებნით და თან მარტო გეგმა ,,ა” და ,,ბ” კი არ გვქონდა… იყო ,,გ” და ,,დ”-ც 🙂 დედა აზრი კი ერთი წლის წინ დამკვიდრებული იდეა იყო… ერთმანეთის დაბ.დღეებს ვხვდებით ერთად 12:00 PM-ზე.

მთელი დღის განმავლობაში, უარი ვთქვით ბარბისთან ყველანაირ კონტაქტზე, რაზეც შემდგომში ბარბიმ განაცხდა ,,კი ვიფიქრე ესენი რაღაც საეჭვოდ ჩუმად არიანო”… ასეა როცა ადამიანს კარგად იცნობ… მოკლედ მას შემდეგ რაც, მოვიშოპინგე და ბარტყი დამემუქრა ,, კიდე ერთ მაღაზიაში შეადგამ ფეხს და ბარათს დაგიჭრი”-ო… ვიყავით კინოში, სადაც მე მოვასწარი და ავითვისე საკმაოდ დიდი რაოდენობის პოპ-კორმი და ასევე, როგორც პოპულის დაცვა იტყოდა ,,ვითამაშეთ დამალობანა” ბარტყი უარესად აწუწუნდა, ახალმა ბაჩებმა თავისი საქმე გააკეთეს (როგორც ყოველთვის). დარჩენილი საათის გასაყვანად გავედით ჩემთან და იქიდან გადავამოწმეთ ვინმე ჩვენი მსგავსი პარაზიტული გეგმით ხომ არ იყო დაკავებული… მშვიდბა იყო… 11:45 PM-ზე ბარბის პადიეზდში ვიყავით დარჭობილები და მოგუდული სიცილ-ხარხარით ვრთავდით ტორტს სანთლებით… უკვე წუთებს ვითვლით, რომ მძინარეს ოთახში შევვარდნოდით… უცებ ლიფტიდან ბარბის მშობლები გამოდიან და გვიყურებენ… ჩვენ ორი… კიბეებზე მოკალათებულები და ყურებამდე გაკრეჭილები…

გიჟი ბავშვები… სახლში შეგვაპარეს… დარჩენილ წუთებში უცებ-უცებ ანთებდა სანთელს ექვსი ხელი და happy BD-ის ბღავილით შევაჭეით ბარბის ოთახში… ბარბის არ ეძინა… მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო ყველაფერი, რომ კისრისტეხით წამოვარდა ლოგინიდან… ხან ჩვენ გვიყურებს ხან ტორტს და იკრიჭება… მიხვდა სანთლები უნდა ჩაექრო… დავალებას ვაჟკაცურად, პიველივე ცდაზე გაართვა თავი… მაგრამ დგას და იცინის… გვეხუტება და არ იცის რა თქვას… ვაიმე მიყვარხართ… ამოიღო როგორც იქნა ხმა… მერე იყო როგორც ხდება ხოლმე… ცოტა დავლიეთ და სიცილ კისკისი გათენებამდე…

სიხარულო გილოცავ დაბ.დღეს :X

Advertisements