ამბობენ VS ვამბობ

ამობობენ სამყარო ქაოსიდან მოვიდაო და უზნაესმა არსმა შექმნა და ჩამოაყალიბა ჩვენთვის დღემდე შეუცნობელი სამყარო-ო, უამრავი გალაქტიკებით და კაციშვილმა არ იცის კიდე რითი-ო… მეშვიდე დღეს დაისვენაო… იმასაც ამბობენ რომ პირველყოფილ ადამიანს საკუთარი სამყარო არ გააჩნდაო… არა, ესე პირდაპირ არ ამბობენ მაგრამ განა სამყაროს არქონა არ არის, როცა ვერ(არ) არჩევ კათილს და ბოროტს და შენი სული და გონება არ განიცდის ემოციურ ტორნადოებს თანაც, სიმშვიდეზე ხარ დაპროგრამებული… მოკლედ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ თან ყვებიან, რომ ამ დაპროგრამებულმა არსებამ თავი მარტო იგრძნო  და უზნაესმაც შექმნა ქალი… მე რომ კითხოთ აი ამ გადმოცემიდან იწყება ქალთა დისკრიმინაცია… თუმცა ამაზე როგორმე მერე… მერეთქო კი ვთქვი მაგრამ ვერ მოვითმენ და მაინც უნდა ავღნიშნო რომ არსებობს სხვა გადმოცემაც… რომ პირველად იყო სწორედ, რომ ქალი… ქალი რომელიც არ დააპროგრამეს და რომელმაც ყველაზე ,,დიდი” საჩუქარი თავისუფალი ნება ,,სერვანდზე” , მაშინდელ ალბათ, რომელიმე ლამაზ ხეზე კი არ შემოდო, არამედ მუშა მდგომარეობაში მოიყვანა და მართალია პრიმატის დონეზე, მაგრამ მაინც დაიწყო საკუთარ თავში და არსში ჩაძიება… ამბობენ ბაღიდან მიაბრძანესო… იმასაც ამობებ რომ მისგან ქალების გარკვეული ტიპი წარმოიშვა გამრავლდა და და დღემდე ჩვენს შორის დადიანო…

მოკლედ ბევრ რამეს ამბობენ… იმასაც ამბობენ, რომ რაც სატანამ – ევა, ევამ – ადამი აცდუნაო (ესეც ჩვენი პირველი ჯაჭური რეაქცია) პირველყოფილებს თვალი აეხილათო და მარტო გარე კი არა, შინაგანი სამყაროც შეიცნესო… აქ ცოტა ვბუქსაობთ, რადგან იმას ვეღარავინ(აღარავინ) ამბობს პირველი სირცხვილი შეიცნეს თუ სინანული… თუცა ფაქტია… პირველი უარყოფითი ემოცია აღმოგვიჩენია საკუთარ თავში… მას მერე მოვდივართ თურმე აღმოჩენებით, რევოლუციებით, პროტესტებით… თავისდროზე დალაგებულ სამყაროს გულოდგინეთ ვურევთ და ვამღვრევთ… თურმე წარღვნამაც ვერ გვიშველა… ვერც სოდომმა და გომორმა… ვერც ინკვიზიციამ და ვერც ბართლომეს ღამემ… ვერც ჯორდანო ბრუნომ და ვერც ბერძნულმა ფილოსოფიამ… მაინც ვერაფერი ვისწავლეთ… ქაოსის ნაწილი მანც დარჩენილა ჩვენში… დარჩენილა და აგერ უკვე რამდენი საუკუნეა ხან მშვიდად ხან აღელვებით, მაგრამ ყოველთვის აქტიურად და შესაშური თავდაჯერებულობით მძლავრად იდგამს ფესვებს … ერთი აღდგომა დაგვრჩენია იმედად… აღდგომა და მიტევება… თუმცა რემარკი როგორც იტყოდა ,,ადამანი ბოროტია, სიკეთე კი უყვარს… უყვრას როცა სხვაში აღმოაჩენს”….

სამყარო ქაოსია… ცხოვრება ქაოსია… და ჩვენც როგორც მისი შემადგენელი ნაწილაკები… თითქოს ლაბირინთში მოვხვდით და დაგვავიწყდა, რომ არიადნეს და მისი ძაფის გორგალის გარეშე ისევე დასაღუპად ვართ განწირული, როგორც ობობის ქსელში მოხვედრილი მსხვერპლი… რაც მეტს ვფართხალებთ, მით უფრო ვიკარგებით… ვიკარგებით ლაბირინთში… ვიკარგებით საკუთარ ქვეცნობიერში…. მაგრამ არც ქაოსი და არც ლაბირინთი თეთრი და შავი არ არის… არც ყოფილა და არც იქნება… და იქნებ არც დასაღუპად გავუწირივართ ვინმეს…იქნებ ეს ლაბირინთიც მხოლოდ სტიმულატორის როლს ასრულებს, რომ არ მოვეშვათ და ფრიგიდულები არ გავხდეთ სამყაროს მიმართ… იქნებ მილიონჯერ ჩავუარეთ გასასვლეს და მხოლოდ იმიტომ ვერ ვამჩნევთ მას, რომ გრანდიოზულ სანახაობას ველოდებით და უარს ვამბობთ ვაღიაროთ, რომ ხსნა ლაბირინთიდან (თუ რათქმაუნდა გვჭირდება ასეთი) ზუსტად იმ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული კარს უკან იმალებოდა… განა ესე არ იყო წმინდა გრაალის ძებნისას?… ნუთუ გინდათ დაიჯეროთ ან დამაჯეროთ რომ სიხარულს, წყენას, აღფრთოვანებას, იმედგაცრუებას, სიყვარულს, სიძულვილს, პატიებას, მრისხანებას, ტკივილს და ნეტარებას ყველაფერს ერთი ფერი აქვს?! ბოდიში, ორი?! მაშინ რატომ მოგვცა უზნაესმა უნარი, აღვიქვათ ჩვენს ირგვლივ მილიონობით ფერი, თუ ჩვენი შინაგანი სამყაროსთის მხოლოდ ორი გაიმეტა? უარს ვაცხადებ მსგავსი სისულელის დაჯერებაზე !!! ჩვენში მილიონობით ფერია… ფერი რომელიც უნდა დაინახო და შეიგრძნო… შეიყვარო და განავითარო… გაააღიავო კიდეც თუ საჭიროა…ხო, რატომაც არა ,, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”-ო განა ამას არ ღაღადებდა რუსთაველი და თუკი პალიტრა ჩვენს ხელშია რატომ დავიტოვოთ ამდენი მუქი ფერი ჩვენს ირგვლივ?! რატომ უნდა დავყოთ ყველაფერი კარგად და ცუდად, როცა არ არსებობს კარგი და ცუდი… კეთილი და ბოროტი… უკუნითშიც მოიძებნება სინათლის ნაწილაკი ისევე, როგორც კაშკაშა ნათელში ბნელის… ყველაფერი შედარებითია… იმიტომ რომ არ არსებობს სრულყოფილება… მაგრამ იქნებ ესვე ქმნის მშვენიერებას… ადამიანები ბედნიერებისთვის და ღიმილისთვის ვიბადებით, თუმცა გამუდმებით ყველა ამტკიცებს რომ რასის გასაგრძელებლადო, მაგრამ ნუთუ ამდენად პრიმიტიულია ყველაფერი… გამუდმებით ვეძებთ ზუსტ პასუხებს მაგრამ რამდენჯერ დავფიქრებულვართ გვჭირდება კი ისინი? მზად ვართ უარი ვთქვათ ყველა შერძნებაზე, ყველა ეიფორასა და სასიამოვნო ჟრუანტელზე… მზად ვართ ვიცოდეთ როდის მივეცემით მარადიულ ძილს?… რათქმაუნდა არა… თურმე არაფერია იმაზე სასიამოვნო როცა საათის ისრები შეუჩერებლივ მოძრაობენ და არ ფიქრობ რომ  ,,სიცოცხლის უნარიანობას”  ვადა გაგდის…  რატომ ვამტკიცებთ რომ ცხოვრება უსამართლოა და რატომ ვიძახით ,,ცხოვრებაა ესეთი” როცა რამე არ მოგვწონს? განა ჩვენ არ ვქმნით ცხოვრებას ჩვენს გარშემო, ნებით ან უნებლიეთ… რატომ ვცდილობთ ყოველთვის სხვას გადავაბრალოთ ყველაფერი და რატომ გვავიწყდება რომ ცხოვრება აბსტრაქციაა, ის მხოლოდ ჩვენი მემატიანეა და სარკეა… სარკე რომელიც ყოველთვის შეუბრალებლად აჩვენებს ჩვენი პიროვნების და ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანის ანარეკლს…

რატომ გვგონია რომ არ შეიძლება მცირედით ვიყოთ ბედნიერები და ერთმანეთის ჯიბრზე რატომ ვიქეცით გაუმაძღარ მონადირეებად… რატომ ვცდილობთ სხვისი მინუსის გაბუქებას და სააშკარაოზე გამოტანას მხოლოდ იმის იმედით რომ იქნებ ჩვენი პლიუსიც შეამჩნიოს ვინმემ… რატომ გვავიწყდება გაღიმება… და რატომ არ ვაფასებთ ახალ დღეს… რატომ გვგონია რომ ადამიანი ტანჯვისთვისაა შექმნილი… რატომ არასდროს გვიფიქრია რომ იქნებ ჩვენ პირველებმა უნდა გავუღიმოთ სამყაროს და ყველა ახლი დღის პირველ ანც მზის სხივს… რომ ჩვენ უნდა დავიჯეროთ ყველაზე ბანალური ფრაზა: ,,ყველაფერი კარგად იქნება”…  რატომ არ ვისვენებთ… რატომ ვშფოთავთ და რატომ ვიძირებით საკუთარ ტკივილში, ეჭვში, იმედგაცრუებებში… რატომ ვხდებით ფრიგიდულები ცხოვრების, ერთმანეთის მიმართ და რატომ ვამბობთ უარს ჩვენს მთავარ მისიაზე… ვიყოთ ბედნიერები…

Advertisements