99 ფრანკი…

ფრედრიკ ბეგბედერი… 99 ფრანკი… წავიკითხე… ისევე, როგორც სხვა ,,ბესთ სელერების”, ამ წიგნის ქართულ თარგმანსაც სულმოუთქმენლად ველოდებოდი… და როგორც ხშირად მემართება,  უკმაყოფილო დავრჩი… საერთოდ ,,ბესთ სელერმა” ჩემთვითვის უცნაური მნიშვნელობა მიიღო… დაახლოებით შემდეგნაირი… ერთ დროს, რომელიღაც საწარმომ სიგარეტი გამოუშვა, რომელსაც სუნი არ ქონდა… იმდენი იწუწუნეს მწეველებმა და არამწეველებმა სიგარეტის სუნი გვაღიზიანებსო, რომ მწარმოებლებმა იფიქრეს გავმდიდრდით და ეგ არისო… შედეგად კი ისევე მალე დაიხურა ე.წ. ,,სიგარეტის” წარმოება როგორც თავის დროზე უალკოჰოლო შამპანურის წარმოება… ჯერ შამპანური რა არის და მერე ისიც უალკოჰოლო… ხოდა, მოკლედ მივხვდი, რომ ესე მემართება ე.წ. ,,ბესთ სელერებზე”… ჯერ არ მახსოვს რომელიმეთი აღვფრთოვანებულიყავი კი არა და, მესიამოვნა მაინც… იმ სიგარეტს და შამპანურს ჰგვანან არც სუნი და არც ალკოჰოლი რომ რ აქვთ… ერთხელ წაიკითხავ… შემოდებ თაროზე და არაფრით დაგამახსოვრებენ თავს…
მარტო მაშინ გაგახსენდება მათი არსებობა ვინმე თუ გაგახსენებს… გარკვეული ნაწყვეტები მქონდა წაკითხული… ვიცოდი, რომ საკმაოდ პროვოკაციული ნწარმოები იყო და ცინიზმის ნიშნებიც რომ დავიჭირე, მეთქი ვსო… ვისიამოვნებთქო, მაგრამ შედეგად იმედგაცრუება მივიღე… კითხვას რომ მოვრჩი ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში… უმადური… ადამიანს გააჩნდა ყველაფერი… ყველაფერი რასაც ისურვებდა… როცა ისურვებდა… და სადაც ისურვებდა… მაგრამ იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ ფულის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვენაში… უკაცრავად ცხვირში გაუშვა… საცოდაო არსებავ… ჰო, აბა რა… ყველა კაიფობს და შენ გამონაკლისი რატომ უნდა იყო… მითუმეტეს თუ კოკაინი ახალგაზრდობის ილუზიას გიქმნის და იმ სამყაროს გაშორებს, რომელსაც შენივე სიტყვებით თუ ვიტყვით ,, გული გერევა”… ოღონდ აი ერთი რამ… შენ ის არ ხარ თავი რომ მოგაქვს რეკლამას არ წამოვეგებიო ?!… ამ დროს რჩეულ ბრენდებს დასდევ და კოკაინი ღმერთად გაგიხდია… ნირვანას ეძებს ბიჭი… ხო, ნამდვილად ვერ წამოგაგეს რეკლამას… სინამდვილეში ისეთივე სუსტი ხარ, იმაზე მეტად თუ არა, ვისაც დასცინი… იცი რა არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს… თითქმის მთელი წიგნის გამნავლობაში შედარებებს აკეთებ, რომელ საწარმოების ბრუნვებსა და ქვეყნების ბიუჯეტებს შორის… წუწუნებ რომ მათი შემოსავალით და იმ თანხებით რასაც ისინი რეკლამაში ხარჯავენ მილიონობით… მილიარდბით ადამიანის დაპურება, განკურნება და მათთვის თავშესაფრის მიცემა შეიძლება… თვითონ კი ჩვენი მოწონებული პერსონაჟი რომლის შემოსავლის არათუ ნახევარი, მცირე ნაწილიც კი ბევრ მშიერს დააპურებდა რას აკეთებს?

,,ბარზე დაყრდნობილი ახალ ქალებზე ოცნებებ. კაი დრო დაგჭირდა იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, მიმხვდარიყავი, რა გინდოდა ცხოვრებაში: მარტოობა, სიწყნარე, სმა, კითხვა, ნარკოტიკები, წერა და დროდადრო სექსი ლამაზ ქალებთან, რომლებსაც მერე აღარასოდეს ნახავდი”

სურვილებშიც კი ისეთივე მშიშარაა, როგორც ცხოვრებაში… ალბათ ამიტომაცაა, რომ ესე მარტივად მიუთითებს ყველას შეცდომებზე, დასცინის მათ ცხოვრების წესს და უტიფრად მოითხოვს მათგან ,,დედა ტერეზობას”… იმიტომ, რომ თვითონ არასდროს უცდია ამის გაკეთება, სინამდვილეში სურვილიც კი არ გასჩენია…ეხლა დგას და ჭკუას გვარიგებს… რემარკი გამახსენდა და კიდევ ერთხელ მივხვდი რატომ ვარ ,,შეყვარებული” ამ მწერალზე

მიცვალებულთა ხსოვნისადმი მოწიწება სხვა არაფერია, თუ არა მათ წინაშე დანაშაულის შეგრძნება. ადამიანები ცდილობენ გამოისყიდონ ის ბოროტება, რომელიც მიცვალებულებს სიცოცხლეში მიუზღეს. ადამიანებს ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ აგონდებათ მათი კეთილშობილების საცოდავი მარაგი, როცა უკვე ძალიან გვიან არის. და მაშინ ის ძალზე გულაჩუყებულია იმის შეგრძნებით, რომ თურმე დიდად კეთილშობილი შეიძლებოდა ყოფილიყო და თავისი თავი ამ ქვეყნიურ სიკეთეთა განსახიერებად სახავს. სათნოება, კეთილშობილება, სიკეთე… – ეს თვისებები ყოველთვის გირჩევნია აღმოაჩინო სხვებში, რათა ისინივე გაასულელო… – ადამიანთა საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლებია ანგარება, შიში და მუხანათობა. ადამიანი ბოროტია, მაგრამ სიკეთე კი უყვარს… როცა მას სხვები სჩადიან.”

                          ერიხ მარია რემარკი ,,სამი მეგობარი”

ბატონ ოქტავს, მერე ეგეც აღარ მოეწონა და დევიზით ,,აბა, მე ხომ არ მოვიჭრი კუდს” მთელი სამყარო დაადანაშაულა იმაში, რომ თვითონ კოკაინზე ,,ზის”… გვაპატიე მეგობარო… გვაპატიე, რომ შენი მორალური განადგურება არ ვიკმარეთ და ფიზიკურადაც განადგურებთ… რეკლამას ვერ იტან ხომ საყვარელო… ,,გული გერევა” ყველა სარეკლამო ვიდეოზე და ყველა ადამიანზე ვინც მას უყურებს… შენა და ვაჟკაც, წიგნიც რომ იგივე ,,მექანიზმით” გაყიდეა არაუშავს ?! ,,შემომხედეთ ხალხნო… მე ის ვარ ვინც თვალს აგიხელთ… ტელევიზიამ და რეკლამამ ზომბებად გაქციათ… მიყურეთ, მისმინეთ და გამოფხიზლდით… ბლა-ბლა, ბლა-ბლა… ” თან 33 წლის ასაკში რომ მოუნდა “ცოდვას დახსნოდა”…  

,,ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება. ადამიანიც ისეთივე პროდუქტია როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა. ამიტომაც გადავწყვიტე 33 წლის ასაკში სამსახურისათვის თავი დამენებებინა. თანაც, როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო ასაკია აღდგომისათვის”

ბარემ გეთქვა ქრისტეს რეინკარნაცია ვარ… იმიტომ ვიკლავდი საკუთარ თავს ნელა და წამებით, რომ 33 წლის ასაკში აღვმდგარიყავი და თქვენი სულები… უკაცრავად, საფულეები და საკრედიტო ბარათები გადამერჩინაო… იდიოტობაა… არ გეგონოთ ფანატიკოსი მორწმუნენე ვიყო, მაგრამ თუ რამეს მაცოფებს ადამიანში, სხვისი სიწმინდის უპატივცემულობაა… მერე მოვა ვიღაც ოქტავისნაირი ,,გენიოსა” და ,,სარკაზმია” ესო იტყვის… რეგვენო… მე თუ არ მწამს და არ მჯერა, ეს იმის უფლებას არ მაძლევს სხვათა სიწმინდეები  დასაცინი გავხადაო… ბუნებით ესტეთი ვარ… არც სნობიზმია ჩემთვის უცხო… ამიტომაც უხამსმა სცენებმა, როლის სიმცირესაც წიგნი ნამდვილად არ განიცდის გულგრილი არ დამტოვა, ამ სიტყვის ცუდი გაგებით… იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა მშვენიერი მასალა გაუჩნდა ჩემს ცინიზმს და სარკაზმს განსახილველად, როდესაც ,,გულაჩუყებული” ოქტავი შორიდან საყვედურობს სოფის ,,შვილი რატომ წამართვიო” და რა ხატოვნად აკავშირებს მთელს მის მსუბუქად რომ ვთქვათ ,,არასასურველ” ცხოვრების წესს, ,,საოცნებო” შვილის აღზრდასთან… ,,გული მომიკვდა”… 

მოკლედ… არ მომეწონა ეს თქვენი ,,99 ფრანკი” და რადგან საკმაოდ ბევრგან ამოვიკითხე, რომ ბეგბედერი ხშირად თავისი პერსონაჟის ხასიათით გადმოსცემს საკუთარ პიროვნებას, ბატონო ბეგბედერ, ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ თქვენს შეფასებაში ვცდები…

პ.ს. ყოველივე ზემოთაღნიშნული ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრებაა… ყველა ადამიანს აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი აზრი, ამიტომ არ გამიკვირდება თუ არ მეთანხმებით… 😀

Advertisements