ხელწერის საიდუმლო

არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა და ძალიან ვინტერესდებოდი ფსიქოლოგიით, განსაკუთრებით ის ნაწილი მიყვარს აი რაღაც გაუგებარ მუქ ლაქებს რომ გაჩვენებენ და უცნაური ღიმილით, რომ გეკითხებიან ,,აბა საყვარელო მითხარი რას ხედავ”, ან გთხოვენ ყველაზე ძველი, სუუუუულ სულ პირველი მოგონება მოყვე (დამიჯერეთ არც ისე მარტივია, აბა სცადეთ :P) და კიდე ტესტები და კითხვარები 🙂 (არა, არა ძალიან მდგრადი და გაწონასწორებული ვარ და არ წარმოვადგენ საზოგადოებისათვის საშიშროებას, არც ის ვარ ეგრე რომ ამბობენ და მერე ცუდ რაღაცეებს აკეთებენ 🙂

მოკლედ, ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე ,რომ ფრიად საინტერესო რამ აღმოვაჩინე, კი არა და კაი ხანია აღმოჩენილია ჩემს დაუხმარებლადაც 🙂 მე უბრალოდ სისტემაში მოყვანილს წავაწყდი. საუბარია გრაფოლოგიაზე. ხოოოდა ვისაც მსგავსი რამე რუმეები გაინტერესებთ, ვფიქრობ ჩემსავით ისიამოვნებთ.

იცოდით, რომ  თუ კარგად დავაკვირდებით ასო-ბგერების მიმართულებას, შეიძლება ამა თუ იმ დაავადების დიაგნოზი დავსვათ, ოღონდაც ძალიანაც ნუ იჩქარებთ ვინმეს გული გაუხეთქოთ 🙂


  • ასოების მიმართულების მერყეობა – საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოშლა
  • სტრიქონების დაბლა დაშვება – კუჭის დაავადება
  • სტრიქონების მაღლა მიმართვა – ღვიძლზე ზედმეტი დატვირთვა (მეც არ მიკვირდა რატო ვწერ ზოგჯერ უცნაურადთქო ;;))
  • წვრილი ასოები – სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება
  • ძალიან მაღალი ასოები – ზედმეტი დაძაბვა, სულიერი გადაღლა
  • ცალკეული ასოს გაუმართლებელი დაშორება – სისხლის მიმოქცევის მოშლა
  • დახრილი – მგრძნობიარე
  • ვერტიკალური – მშვიდი – ცივი გონებით
  • მარცხნივ დახრილი – პირმოთნე
  • შემჭიდროებული – მომჭირნე, ეკონომიური
  • გაშლილი – მფლანგველი
  • გადაპრანჭული ასოები (მიდი და მიხვდი ეხლა შენ) – პრეტენზიული
  • გამოტოვებული ასოები – მერყევი, ფრთხილი აზრების მატარებელი
  • ერთმანეთში მკვეთრად გადახლართული ასოები – ნევროზი
  • კაუჭებით სიტყვის დაბოლოება (თქვენი არ ვიცი, ჩემმა წარმოდგენამ ეს პუნქტი ვერ გაქაჩა 🙂 – აკვიატებული იდეები. 
  • მოკლე ხელწერა – ცხოვრების დაბალი ტონუსი
  • ფართო ხელწერა – ენერგიის ამაოდ ფლანგვა

ნუ პროფესიის ამოცნობაც რომ შეიძლება ხელწერით ალბათ ეგ ახალი არავისთვისაა 🙂 რამდენი ექიმი შემოგვლანძღია ვაღიაროთ 🙂  (გვაპატიეთ მედიკებო მაგრამ რაღა თქვენ და რაღა ტუტანხამონი 🙂

  • ექიმი – ნაწერის წაკითხვა თავად ავტორსაც უჭირს
  • ქირურგი – მტკიცე ხელით გამოირჩევა (და ვაი პაციენტის ბრალი თუ არ გამოირჩევა 🙂
  • ფსიქიატრი – ხელნაწერი არ ექვემდებარება არცერთ ანალიზს
  • მათემატიკოსი – წვრილი, გასაგები, ციფრების ფორმის
  • ვაჭრები,ფინანსისტები – მომრგვალებული (ეს მე ვარ)
  • დიპლომატები – კლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული (ლაპარაკიც ეგქთი აქვთ მაგათ 🙂
  • ხელოვანი – ჰარმონიული
  • მუსიკოსი – ჰგავს მუსიკის ნიშნებს


როგორც აღმოჩნდა ადამიანის ხასიათის განსაზღვრაც მშვენივრად შეიძლება და ხერხდება ხელნაწერით

  •  თუ სტრიქონები მიდის ზემოთ – იგი მღელვარეა, ენერგიული, ძალაუფლების მოყვარული
  • თუ ხაზები ეშვება დაბლა – ფიზიკურად სუსტია, სევდიანი და უიღბლო
  • თანაბარი სტრიქონები – გაწონასწორებული, მშვიდი პიროვნეა
  • მრგვალი – თვინიერი, რბილი, ცნობისმოყვარე
  • კუთხოვანი – ძლიერი ბუნების
  • დაცილებული ასოები – განმარტოების მოყვარული
  • მარჯვნივ გადახრილი – გულღია, ხალისიანი
  • მარცხნივ გადახრილი – საკუთარ თავში დარწმუნებული
  • პირდაპირი ხელწერა – მორიდებული 

 აი ასეა საქმეეე, ვინ იცის კიდე რამდენი რამის მოყოლა შეუძლია ჩვენს ხელწერას. სანამ ვინმეს ,,გაშიფვრას” დააპირებთ დარწმუნდით, რომ ავტორი არ ალამაზებდა საკუთარ ხელწერას, ყველა ხელნაწერი არ გამოგადგებათ 😉

Advertisements