წავუფილოსოფოსე

რააამოდენიმე სასარგებლო რჩევა, იმედია გამოგადგებათ 🙂


1. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების –  დაცემა – ადგომისას ვიზრდებით

კონსერვატორობა მხოლოდ გარკვეული ასაკის ზევითაა მისაღები და მოსაწონი, მის ქვევით დასაშვები და ალბათ აუცილებელიცაა, მერე რომ გული არ დაგწყდეთ. ექსპერიმენტებმა და სიახლეების ძებნამ შეიძლება ბევრი საჭირო თვისება და გამოცდილება შეგძინოთ, თუ არა და ტკბილ მოგონებებში მაინც იტყვით 😉


2.მიეცით თავს სიგიჟის უფლება

ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს მკაცრ ჩარჩოებს, ამ გზის საბოლოო შედეგი ნერვიული აშლილობაა 🙂 იყავით ზოგჯერ იმპულსურები, გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც სულ გინდოდათ და რასაც თქვენგან არ მოელიან 😉


3.არ შეგეშინდეთ უკან მოხედვის

,,რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს” ყველას მოეძებნება კარადაში, სულ ცოტა ერთი ,,ჩონჩხუკა” მაინც, ამიტომ საკუთარ შეცდომებს ტრაგედიად ნუ აქცევთ, ბოლო ბოლო არაფერია ამ ბებერ დედამიწაზე ისეთი რაც თქვენამდე ვინმეს არ შეშლია და დაუშავებია 🙂 და მაინც თუკი თქვენი შეცდომები  უკვე ტრაგედიებად იქცნენ, აღიარეთ, ითხოვეთ პატიება და ეცადეთ გამოასწოროთ. მხოლოდ სუსტი ბუნების ადამიანებს აქვთ პრობლემა შეცდომის აღიარებასთან.  


4.ისწავლეთ პატიება – საქმეში შეცდომაც წარმატების ნაწილია

სხვას რომ აპატიო ჯერ საკუთარი თავის პატიება უნდა ისწავლო. ცხოვრება ხანმოკლეა და მისი გახარჯვა ბიღმასა და თვითგვემაში არ ღირს. აღიქვით შეცდომა გაკვეთილად, გაიაზრეთ, რომ ჩვენი შეცდომები გვაქცევს ინდივიდებად, მათი დახმარებით ვიზრდებით და ვყალიბდებით. ნუ აქცევთ მათ თქვენს სუსტ წერტილებად. რაც შეეხება სხვას… ეცადეთ ცოტახნით თავი მათ ადგილას წარმოიდგინოთ, იქნეებ გაარკვიოთ რა და რატომ.


5.იყავით ოპტიმისტები

ამბობენ, რომ პესიმისტი კარგად, ხოლო ოპტიმისტი  – ცუდად ინფორმირებული რეალისტია. ეს ზოგადად 🙂 იმედს და რწმენას დიდი ძალა აქვს, თან ნერვიულ სისტემაზეც დადებითად მოქმედებს. ეცადეთ  მედლის ორივე მხარე დაინახოთ. სამყაროს კარგად და ცუდად ნუ დაყოფთ. გახსოვდეთ, ყველაფერი შედარებითია და ყველა ახალი დღე ახალი შანსია. ხო მართლა, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენე: ,,ცა ყველაზე ბნელი სწორედ განთიადის წინაა”


6.დაისახეთ მცირე, ერთმანეთთან დაკავშირებული მიზნები

ყოველი (ნუ ეცადეთ მაინც 🙂 დღის დასაწყისში იქონიეთ, რაღაც გარკვეული მიზანი, რომელიც ერთი პატარა ნაბიჯი უნდა იყოს თქვენი დიდი მიზნისაკენ. ეს დაგეხმარებათ ,,გლობალურ მიზანის” მიღწევაში. 


7.იყავით თავდაჯერებულები

არანაირ ცოდნას, გამოცდილებას და სიძლიერეს არ აქვს ფასი, თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და თუ პირველი ცდისას რაღაც არ გამოვიდა მაშინვე ნუ დაკარგავთ იმედს. თავდაჯერებულობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება იმ ადამიანებისა, რომლებიც ისტორიას შემორჩნენ.


8.შეეჩვიეთ ყურადღებას

,,განსხვავებულობა შურს ბადებს”-ო, არ მახსოვს ვინ, მაგრამ აშკარად ჭკვიანმა ადამიანმა თქვა. თუ პრეტენზია გაქვთ თვითდამკვიდრებაზე, მაშინ მიეჩვიეთ აუდიტორიას, ყირადღებას და კრიტიკას, მაგრამ მათ გამო ხასიათს ნუ გაიფუჭებთ. ყველას მაინც ვერ ასიამოვნებთ, პრინციპში მთელი ცხოვრება რომ მაგაზე იფიქროთ, საკუთარი სიამოვნებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ ამითომ აკეთეთ ის რაც გსიამოვნებთ.


9.პატივი ეცით სხვის აზრს – დაივიწყეთ მბრძანებლური კილო.

სამყარო თქვენს გარშემო არ ტრიალებს და არავინაა ვალდებული დაგემორჩილოთ ან უსიტყვოდ დაგეთანხმოთ. ამგვარი ურთიერთობა, როგორც წესი ამბოხებით მთავრდება. პატივი ეცით სხვის აზრს, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ მას, გაპროტესტების შემთხვევაში არ გამოიყენოთ აგრესიული არგუმენტები და წინადადება ,,იმიტომ, რომ მე ასე მინდა”


10.დააფასეთ საკუთარი და სხვისი თავისუფლება

აბა გამოტყდით რა აზრები გიტრიალებთ თავში ვიღაც გამუდმებით რომ ცდილობს საკუთარი აზრი მოგახვიოთ თავს ან თქვენს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას ;;) კარგი არაფერი ხო? 😉 ხოოდა იგივე ხდება თუ თქვენც მსგავსად ექცევით სხვებს. მიეცით ადამიანს ,,სუნთქვის” საშუალება და აცადეთ გააკეთოს არჩევანი.

11.ისწავლეთ ,,რუხი კარდინალობა” (განსაკუთრებით მდედრებმა)

არავის უყვარს დიქტატორები. თუ გინდათ ვინმე რაიმეზე დაითანხმოთ ყველაზე მარტივი გზაა, აუხსნათ და დაუმტკიცოთ თუ რა სარგებელს მოუტანს ეს მას. თანამდებობა და სტატუსი ისეთი მნიშვნელოვანი სულაც არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, მარიონეტებიც მშვენივრად ერგებიან მათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვინ ათამაშობს ამ მარიონეტებს 😉


12.გახსოვდეთ: ყველა ქმედებას გააჩნია შედეგები

ყველაფერს გააჩნია საკუთარი ფასი, თავისუფლების ფასი პასუხისმგებლობაა. სანამ არჩევანს გავაკეთებთ სჯობს დავფიქრდეთ რა შედეგამდე მივალთ და ვართ თუ არა მზად ამ შედეგისათვის.


13.ისწავლეთ კომპლიმენტის თქმა – დაეხმარეთ ადამიანებს, იგრძნონ თავიანთი მნიშვნელობა

კომპლიმენტი მარტო ქალებს არ სჭირდებათ 🙂 მას დიდი ძალა აქვს, დააკვირდით საკუთარ თავს, სულ მცირე ქათინაურიც კი სიამოვნებას გაინიჭებთ. შეაქეთ ადამიანები, აღნიშნეთ მათი დადებითი თვისებები, მოხერხებულობა, გონიერება, სილამაზე, მიუთითეთ მათ ძლიერ მხარეებზე. ეს ურთიერთობას ბევრად ამარტივებს და მოსაუბრე ბევრად სასიამოვნო ხდება. ოღონდ კომპლინენტი ბუნებრივი უნდა იყოს, ხელოვნური სწრაფად მჟღავნდება და სიტუაციაც არასასიამოვნო ხდება.

13.დააფასეთ ადამიანები – მოექეცი ადამიანებს ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ

ცხოვრება უცნაური რამაა, არავინ იცის ვის გაუღიმებს ან ვის გაწირავს. ცხოვრების განმავლობაში ნებით თუ უნებლიედ უამრავ მტერს ვიჩენთ, ამიტომ იქნებ დავფიქრდეთ როგორ ვექცევით ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს? არავინ ვიცით ვინ, სად და როგორ დაგვჭირდება ან დავჭირდებით. ეცადეთ ყველასთან თბილი ურთიერთობა გქონდეთ, შეგნებულად ნურავის დაამცირებთ, რადგან დღეს რომ წყნარი და მშვიდია, ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებული, ხვალ-ზეგ შეიძლება ზუსტად ეგეთის ხელში აღმოჩნდეს თქვენი ბედიღბალი.

14.ისწავლეთ მოსმენა

არავის უყვარს ურთიერთობა ადამიანთან , რომელიც მხოლოდ თავის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე ლაპარაკობს. ისწავლეთ მოსმენა, დაინტერესდით სხვისი წარმატებიდ და მიღწევებით. ადამიანთა უმეტესობას ხშირად კარგი მსმენელი უფრო სჭირდება ვიდრე უბრალოდ მრჩეველი.

15.შეეშვით ,,ალექსანდრე მაკედონელობას” 🙂

ისწავლეთ იმით ტკბობა რაც გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთ ადგილზე გაიყინოთ, მაგრამ მიღწეულსაც ისე ნუ აღიქვამთ თითქოს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო. მიულოცეთ საკუთარ თავს, დატკბით შედეგებით და მერე იფიქრეთ ახალ მიზანზე. რათქმაუნდა მწვერვალებისაკენ სიარული მისასალმებელია, მაგრამ გზადაგზა უნდა შეჩერდეთ, რომ სიამაყით (არა თავში ავარდნით 🙂 გადმოხედოთ განვლილ გზას.


16.ნუ ჩაყოფთ ცხვირს სხვის პირად ცხოვრებაში

რამდენად გსიამოვნებთ, როდესაც თქვენს ცხოვრებაში თქვენი ნებართვის გარეშე ყოფენ ცხვირს? – არ გსიამოვნებთ ხო?! ხოდა ყველა ეგრეა. ნაკლები იცი უკეთესად გძინავს. ნაკლებს იჭორავებთ, ნაკლებად გაგჭორავენთქო ვერ დაგპირდებით, მაგრამ ნამდვილად ნაკლებად ჩავარდებით უხერხულ სიტუაციაში ( მაგ: შენ რა მართლა ესე თქვი ჩემზე რომ…… )

17.გამოასწორეთ მეტყველება

ადამიანი, რომელიც უცენზურო სიტყვების და რამოდენიმე ენის გაურკვეველი ნაზავის ფეიერვერკს არ წარმოადგენს, ბევრად სასიამოვნო საურათიერთობოა (ნუ აქ ალბათ გემოვნების ამბავიცაა)


18.ხშირად გაიღიმეთ

ღიმილს იმდენი დადებითი მხარე აქვს, რომ ალბათ ყველას ვერც ჩამოვთვლით. მომღიმარი ადამიანი მეტ ნდობას და სიმპატიას იმსახურებს. მასთან ურთიერთობა გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა. ღიმილი გვეხმარება ყველაზე უხერხული სიტუაციებიდანაც კი დავიძვრინოთ თავი და რთულ სიტუაციებში სიძლიერე შევინარჩუნოთ.


19.იუმორი

იუმორი ალბათ ყველაზე დიდი ნიჭია ადამიანისა, იგი ძალიან ხშირად იმაზე მეტ საქმეს აკეტებს ვიდრე გვგგონია. ნუ შეგეშინდებათ იხუმროთ საკუთარ ტავზე და ჩვევებზე, ამით თქვენ მხოლოდ მოიგებთ. თუმცა სარკაზმი და ირონია საუკეთესო ვარიანტი არაა ურთიერთობების დასაწყისად. კარგი იუმორი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ უხერხული სიტუაციები და ვაიძულოთ ადამიანი გაიღიმოს, ღიმილი კი ნამდვილიღიმილი, როგორც წესი ბევრი ლამაზი რამის დასაწყისია.


20. შეიყვარეთ – თუ გინდათ რომ შეგიყვარონ

შეყვარება კი საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ, ოღონდ ვარსკვლავურ სენს ნუ დაიმარტებთ. უბრალოდ, ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი და ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულნი. 

ხო კიდე, ყველაზე მნიშვნელოვანი! ჩვენი უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება!! 

Advertisements