ვიცი, რომ……………

ბანალურ-ისტორიულ-ანტიკური დასაწყისი

  1. მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი
  2. ვიცი, რომ თუ 1,04,11-სთვის ჩაბარებული არ მექნება დეკლარაციები გავიშტრაფები (რიალობა სასტიკია და ბუღალტერია ხალხის მტერია)
  3. ვიცი, რომ არ არსებობს ისეთი რამ რასაც გარკვეულ სიტუაციაში არ ჩავიდენ
  4. ვიცი, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ყოველთვის ფულად ერთეულში არ იზომება
  5. ვიცი, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამაა, მაგრამ ვერასდროს ვიყენებ მას სრულფასოვნად
  6. ვიცი, რომ მოვკვდები
  7. ვიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე ვერ ვუპასუხებ კითხვას ღმერთმა შექმნა ადამიანი, თუ ადამიანმა ღმერთი

  8. ვიცი, რომ თუ ოდესმე #7 პუნქტს ამოვხსნი, თვითდაჯერებულობისა და პატივმოყვარეობის გამო, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ
  9. ვიცი, რომ ყველა მოქმედებას თან ახლავს შედეგები
  10. ვიცი, რომ სრულყოფილება არ არსებობს
  11. ვიცი, რომ ყოველთვის იქნება მიზეზი ჩემს გასაკრიტიკებლად
  12. ვიცი, რომ #11 პუნქტზე ბევრს არ ვიდარდებ
  13. ვიცი, რომ ხშირად გამიცრუვდება იმედი
  14. ვიცი, რომ ყოველთვის არსებობს არჩევანი, უბრალოდ ის ყოველთვის ჩვენთვის სასურველ გზებს არ გვთავაზობს
  15. ვიცი, რომ ხშირად უნდა გავიღიმო
  16. ვიცი, რომ ბევრ შეცდომას დავუშვებ და მერე განვაცხადებ ისინი გაზრდაში დამეხმარნენთქონ
  17. ვიცი, რომ პიროვნულადაც და კარიერაშიც ბევრს შემიძლია მივაღწიო
  18. ვიცი, რომ ერთადერთი რაც #17 პუნქტის ასრულებაში  არ მეყოფა, დროა
  19. ვიცი, რომ ადამიანი ყველაზე უმადური არსებაა
  20. ვიცი, რომ უამრავ მიზანს დავისახავ და საქმეს დავიწყებ, მაგრამ ჩვეულებრისამებრ უმრავლესობას ბოლომდე ვერ მივიყვან 🙂
  21. ვიცი, რომ გულის სიღრმეში რომანტიკოსი ვარ :”>
  22. ვიცი, რომ თვითგანადგურებისაკენ მაქვს მიდრეკილება
  23. ვიცი, რომ ოპტიმისტი უნდა ვიყო
  24. ვიცი, რომ კიდე ბევრი რამე ვიცი 🙂
  25. ვიცი, რომ თავმდაბლობა ჩემი საუკეთესო თვისება არაა 😉

და ბოლოს……………….

ვიცი, რომ წინ ბევრი ლამაზი დღე მელის

Advertisements