დო-დან დომ-დე

ნოტი….აკორდი….ოქტავა…..თეთრი და შავი კლავიშები, ან მილიონი სხვა სახის ინსტრუმენტი, რომლებიც ქმნიან ჰანგებს, მელოდიას, შედევრებს….. ნოტი ნოტს მიყვება აკორდი აკორდს და იქმნება რაღაც ისტორია, ზღაპარი, რომანი, ტრაგედია, დრამა, კომედია და საშინელებაც კი…. იქმნება უნიკალურ, საოცარ ენაზე, რომელიც  გასაგებია ყველა ერის, რასის, რელიგიის ადამიანისათვის……. არ სჭირდება თარგმნა და ადაპტირება…. უნიკალურია იმით რომ, შეუძლია ყველაზე მიძინებული ემოციები და გრძნობები გააღვიძოს, გულის და გონების უფსკრულებში  ჩააღწიოს და გულმოდგინედ გადამალული მოგონებების აჩრდილები ააფორიაქოს, შეხორცებული ჭრილობები გახსნას ან ისევ ის ნეტარება მოგანიჭოს ერთ დროს რომ განგიცდია……. დაგამშვიდოს ერთგული მეგობარივით……საყვარელი ადამიანივით თბილად მოგეხვიოს და მრისხანება დაგიცხროს….. ზოგჯერ თქვენ ორის შეხვედრა ,,იმ ერთთან” შეხვედრას გავს…..აი რაღაც ნოტი და მელოდია დაიჭირე…. ისეთი შეგრძნება გაქვს რომ სდღაც მოგისმენია….. თითქოს შენთან ერთად დაიბადა…. თითქოს შენი ნაწილია…… თითქოს შენი ხასიათი აქვს და თითქოს შენზე ლაპარაკობს….. მელოდია… კომპოზიცია….არის ის, რაც გვეხმარება გამოვხატოთ ყველაფერი რაც ჩვენშია….. სითბო, სიხარული, ტკივილი, აგრესია, პროტესტი, გავანდოთ სხვებს საკუთარი მარტოსულობა ან ბენიერება….. უცნაურია, რამდენი რამის გაკეთება და რამდენი ადამიანის გაერთიანება შეუძლია რამოდენიმე ნოტის ჯადოსნურ თანწყობას……..

Advertisements