დილა

 

სად დავდე მობილური….. გათენდა……. ჰმმმ….. არა თენდება……. არ მინდა სამსახურში……. გამიელვებს თავში ელვის სისწრაფით, სანამ  საბნის ქვეშიდან ძალიან მონდომებული,  ოოოდნავ, ძლივს გახელილი თვალებით ვეძებ, სად დევს მობილურ ტელეფონად  წოდებული მექანიზმი წინა ღამით, რომ ვიგენიოსე და სპეციალურად დავდე ისე, რომ ხელისგაწვდენის არეალში არ მოხვედრილიყო………ფუ შენი, როგორ ცივა…… და ეს ტელეფონიც რომ აღარ ჩერდება…….. ტელეფონი გავთიშე, ფანჯარაც დავხურე……….  ხუთი წუთიც და ავდგები…….  აი ცოტაც დათბეს და მერე ავდგები……. მთავარია არ ჩამეძინოს……….. ჩამეძინა………… ფუ შენი, დამგვიანდა, ჯანდაბაა………….. დედაააა……………რატო არ გამაღვიძეე?! კისრისტეხით წამოვარდები ლოგინიდან……

დედაჩემი:      ისე საყვარლად გეძინა, ადრე დაწექი ადრე ადგები
მე (გულში):     საყვარელი  ❤  :love:
მე (ხმამაღლა):    ოოო…… კარგი რაააა……….


არ გამომდის სწრაფად მომზადება და მომკალით თუ გინდათ……… ცივი წყალი?……..არააა, ცივა…. თბილიც გამომაფხიზლებს….. ყავააა……… მმმმმმმმმმ………….გამოვიხედე თვალებში…… ეხლა დროზე თმა გავისწორო……… ლინზები არ დამავიწყდეს………რა ჩავიცვაააა?!!!!…………… ფუ, რა ამინდია…………. რამეს მოვიგონებ და დავრჩები სახლში……. ეჰჰჰჰ………….. დეეე….. მამას უთხარი დამელოდოს მეც მივდივარ……..სად დავდე გასაღები……მობილური…….არა, როდის ვისწავლი რომ გასაღები ერთი და იგივე ადგილზე დავდო…… ვაიმე როგორ მეძინებააა………

P.S.  წელს ყველაზე ცუდი და ცივ თვეებში ე.წ მოქნილი გრაფიკი მქონდა :)) ან ნინის გრაფიკი, როგორც გინდათ, დევიზით: მუშაობას ვიწყებთ 1სთ-იდან 😀 სხვა დროს კი აი ესეთი ტრაგიკული დილა მითენდება ხოლმე, სანამ გვიანი გაზაფხული არ მოვა და მზე განთიადიდანვე ძალიან მცხუნვარე არ იქნება :))))


Advertisements