ახალი წელი :)


მომილოცეეეეეეეეთ…….. მარტო ბუღალტერიაში და ფინანსებში გარკვეული ადამიანი გაიგებს რა მიხარია მე დღეს 🙂 თუმცა ჩვენი კანონების გადამკიდე ყველამ მშვენივრად გაიგო მგონი 🙂 მარტის შუა რიცხვები რომ დადგა, ჩემი შავი ტელეფონი გაწითლდა 🙂 კიდევ კაი silent mode აქვს თორე ცოტაც და გავაფრენდი 🙂 მეზობლები, ნაცნობები, ახლობლების ახლობლები ნუ სამსახურზე აღარ ვლაპარაკობ ყველას ერთი რამ აკერია პირზე საგადასახადო, ჯარიმები და გადასახადები 🙂 ჩვენი საგადასახადო განაკვეთები და კანონები ხომ სასწაული სისწრაფით იცვლება და ესე სასწაული სისწრაფით ეცვლება ხალხს სახე ყველა სიახლის გაგონებისას (უმეტესად უარესობისკენ).
მეგობრებსაც კი ერთადერთი სალაპარაკო თემა რაც გაგვაჩნდა ამ ორი კვირის განმავლობაში დეკლარირება იყო 🙂 არა, მაინც ვიცუღლუტეთ ერთი დღე და შორს (თქვენთითონაც იცით სად 🙂 გავუშვით მთელი ეს საგადასახადო სიგიჟე, მაგამ მეორე დღეს სამსახურებში გამოუძინებლები, ბახუსს ჩახუტებულები რომ გამოვცხადდით და ირგვლივ ციფრების კორიანტელი დაგვხვდა……… გახსენებაც არ მინდა 🙂

მოკლედ ბუღალტრებო, ფინანსისტებო, ეკონომისტებო და ვინც არ უნდა იყოთ მანდ 🙂 გილოცავთ ბუღალტრულ ახალ წელს 🙂 წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს, კოდექსი გასაგებ ენაზე დაწერილიყოს და საგადასახადო განაკვეთები შემცირებულიყოს 🙂

Advertisements