აღსარება ელ.დღიურს :))


გამარჯობა ელ.დღიურო… დაგიბრუნდი შენი ,,უძღები შვილი”… 🙂 ვინ ვინ და შენ ყველაზე კარგად იცი, სტაბილურობა ჩემი საუკეთესო თვისება არააა… კიდე კაი ენა არ გაქვს თორე ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად შენც ,,შემამკობდი კომპლიმენტებით”… ალბათ იმიტომაც გიბრუნდები ხოლმე… ამჯერადაც და არაერთხელ და არაუკანასკნელად უმუზოდ დავბრუნდი… სამაგიეროდ დადებითი ემოციებით სავსე…. კიდე კალორიებით სავსე… 🙂 მაგრამ მოდი ამ უკანასკნელზე არ ვიწუწუნებ… როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ ,,რასაც დასთესს, იმას მოიმკიო”…. არა და სულ ცეკვა-თამაშით ,,დავთესე….


კოტიკოსი არ იყოს ,,თან გარშემო რამდენია საბაბი, შეგაჭამოს ხინკალი და ქაბაბი”-ო :)) ეგრე ვიყავი მეც… იმ განსხვავებით რომ არც ერთი მიყვარს და არც მეორე… საბაბი კი იცოცხლე… ძაანაც მიყვარს და ძაანაც ბევრია,  ნუ თუ არ არის ყოველთვის შეიძლება მიზეზის პოვნა…  (არ დაიწყო ეხლა ,,ძაან” კი არა ,,ძალიანო” როგორც მინდა ისე დავწერ, ენა არ გაქვს შენ და ბოროტად ვსარგებლობ მე… წადი და მიჩივლე სტრასბურგში თუ მაგარი ხარ 😛 ) ხოდა ეხლა წარმოიდგინე… მეგობრებთან ერთად მაიმუნობაში გართული,დაღლილი და ბახუსს გემრიელად ჩახუტებული, რომ მოვიდოდი სახლში ვაჟბატონ მუზას როგორც არ უნდა შევეწუხებინე (ვაღიარებ რომ მაწუხებდა) მე რამის დამწერი ვიყავი? მიყურე ეხლა უცნაური ღიმილით… 🙂 ორივემ ვიცით რომ არა, და ისე ნუ მიყურებ თითქოს პირველი შემთხვევა იყოს…. თან გაგახარებ და გეტყვი არც ბოლოა 😛 მთელ პერიოდზე წერა მზარვის…. მაგრამ კულმინაციას გეტყვი… ჩეეემი ძალიან საყვარელი მეგობრები გაბედნიერდნენ…. ხოოოდა ვიყავით ყველა აჟიტირებულები…. ნუ წინა დღეებშიც იყო რაღაც რუგაცეები თავისთავად… მოკლედ ამ პერიოდში ისეთი რაოდენობით მოვახერხე ალკოჰოლის ათვისება, მეშინია არ ავორთქლდე… და ნუ რათქმაუნდა სამეგობროში მიღებული წესისამებრ ვაკეთებ განცხადებას: ,,დამიბრონეთ ღვიძლის დონორი” 🙂 

აუ, იცი რა იქნებოდა მაგარი? რამე აპარატი რომ არსებობდეს, მიიმაგრებ  და კომპში გადმოიტანს შენს ფილოსოფიურ აზრებს… მერე დრო რომ გექნება ცოტას ,,შეალამაზებ” და ვუალა…. შენც იმაზე ფიქრობ რაზეც მე ხო? 🙂 კარგი ხო, ვის არ გაუფრენია ცოტა… აბა სულ დალაგებული? არააა… მადლობააა 🙂 პრინციპში ვიტყუები ეხლა მე… საფიქრელი დროც არ მქონდა… თავს არ ვიწუხებდი… როგორც მე ვამბობ ხოლმე მაიმუნობაზე ვიყავი გადასული 🙂 ,,კუზიანს სამარე ასწორებსო” ხო იცი… ხოდა ეგრე არის ჩემი ამბავიც… ამასწინათ ჩემი ძველი დღიურები აღმოვაჩინე და….. არა სულ ერთ ნოტაზე როგორ ვარ გამაგებინეთ ვინმემ რააა…. 🙂 ვერ ვიტყვი არ მომწონსთქო მაგრამ, ცოოოტა უცნაურია არაა? მოკლედ დიაგნოზი ჟღერს შემდეგნაირად: ჩემი საშველი არააა 🙂 იმედი მაქვს მალე გესტუმრები რამე საინტერესო იდეით, თუ არა და ,,გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი” 🙂

 

Advertisements