მე…


მე ვარ ქაოსი… უფრო ზუსტად კი მე ნინი ვარ… დედაჩემისთვის – სათუთი ქმნილება, რომელიც კარგი იქნებოდა სპირტიანი კოლბით თაროზე რომ ინახებოდეს… მამაჩემისთვის – მრავალუცნობიანი განტოლება… დისთვის – ,,გადარეული და”… მეგობრებისთვის – არანორმალური მეგობარი… სამსახურისთვის – ნინო, ფინანსთა მინისტრად წოდებული … ნათესავებისთვის – გენეოლოგიური ხის დაკარგული ნაყოფი… მეზობლებისთვის – დაკვირვება-გაკვირვების ობიექტი… აღმენიშნება სნობიზმის და ,,ჰიპიზმის” ნიშნები… გამოუსწორებელი სანგვინიკ-ოპტიმისტი… მოსიარულე ხმაური, ენერგია, ემოცია და ღიმილი… უდარდელი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებთქო არ ვიტყვი, იმტომ რომ კი არ ვტოვებ, ვარ… არც პრობლემებს განვიცდი დიდხანს და არც თვითგვემისკენ მაქვს მიდრეკილება… დეპრესია მარტო თეორიულად ვიცი რა არის… გულწრფელად ვთვლი, რომ ყველაფერი მეტნაკლებად მოგვარებადია და თუ არა, ადაპტირების მშვენიერი უნარი მაქვს… საამაყო რკინისებრი ნერვებით… არასოდეს მიოცნებია შვილზე… მეშინია – სიბერის (არც მეტი არც ნაკლები ,,დორიან გრეის სინდრომი”)…  მიფიქრია როგორი დიქტატორი ვიქნებოდი… მაინც ლიბერალი… მინდა ვიყო ვუნდერკინდი… ვიბრალებ – ციცერონობას… მოწოდებით პარაზიტი, გაქნილი დიპლომატი… საყვარელი საქმიანობა – უსაქმურობა… და მაინც  ვერ ვიტან როცა არ ვმუშაობ, მაგრამ არც ის მეხატება გულზე როცა ვმუშაობ… ხშირად ვეძებ – საკუთარ თავს, მობილურს და გასაღებს… ამ უკანასკნელს ყველაზე ხშირად… სასტიკად მოუწესრიგებელი და იმპულსური… მილიონ საქმეს ვიწყებ… მერე დრო არ მრჩება ან მეზარება და ნუ რათქმაუნდა ყოველთვის მაქვს რკინისებრი არგუმენტი, რატომ ვერ მივიყვანე საქმე ბოლომდე… ექსპერიმენტატორი… განსაკუთრებით ვსპეციალიზირდები ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ვიზუალურ საკითხებზე… მიზნები – ცვალებადი… ინტერესები – ყოვლისმომცველი… საყვარელი პერსონაჟი ლორდი ჰენრი ,,დორიან გრეის პორტრეტიდან”… რა გასაკვირია რომ სარკაზმთან და ცინიზმთან ვმეგობრობ… ,,მჭერმეტყველი” … ერთნაირი წარმატებით ვმსჯელობ, ვკამათობ, ვტლიკინებ და ვსისინებ… აქტიურად მოვიხმარ კოფეინს, ნიკოტინს და ალკოჰოლს… ამოვიდა ყელში თემები: ქალიშვილობა, ყველა კაცი ნაგავია, მხოლოდ საქართველოში ხდება,  რელიგია VS ათეიზმი !!! დამოკიდებულება მსგავს თემებთან: ყველამ საკუთარ ერთ ადგილს მიხედოს !!!  მიყვარს ადამიანები… ვერ ვიტან ბრბოს, ვერც დოგმებს ვიტან და საერთოდ ვერ ვიტან ფანატიზმის ვერანაირ გამოვლინებას…




და ბოლოს… მოგვიანებით მაგრამ მაინც… Welcome