,,წიგნი, ყრდით (არ) ფასობს?!”

ვფიქრობ აჟიოტაჟი, სტიგ ლარსონის და მისი ტრილოგიის პირველი ნაწილის -,,გოგონა დრაკონის ტატუთი” გარშემო ჩაწყნარდა. თბილისის კიდევ ერთი კაპრიზი. ჯერ პარფიუმერმა გადაუარა, მერე პაულო კოელიომ, მერე ბეკბედერმა და წინ კიდევ რამდენი გველის კაცმა არ იცის :) პრინციპში რა უნდა ვთქვა? არც მეცუდება ეს ამბავი და არც მეკარგება, ყველაფერს თავისი მიზეზი და მიზანი აქვს… ბესთ სელერებთან ცოტა უცნაური დამოკიდებულება რომ მაქვს ეს უკვე ავღნიშნე, შესაბამისად ეს უკანასკნელიც  ისე დავტოვე მხედველობის მიღმა, რომ არც რეცენზიები წამიკითხავს და არც ვინმესთვის მითხოვია წიგნისათვის დიაგნოზის დასმა, მითუმეტეს დეტექტივისათვის… არ მიყვარს ეს დეტექტივები და მომკალით… ხასიათის ბრალია ალბათ… დეტალებს ყოველთვის ნაკლებ ყურადრებას ვაქცევ… ჩვეულებად მაქვს, პირველი თავის მერე ბოლო თავი წავიკითხო, მხოლოდ ამის შემდეგ ვახერხებ წყნარად კითხვას… აბა ეხლა მითხარით, როგორ უნდა მიყვარდეს დეტექტივები :) ისე ცოდვა გამხელილი სჯობსო და ტატუების მოყვარულს, ერთი კი ამიფანცქალდა გული, ხომ არ მეყიდათქო, მაგრამ მაგიდაზე საგანგებოდ დაწყობილ ,,უნდა წავიკითხო” წიგნების რაოდენობას და თითოეული მათგანის მოცულობას რომ გადავხედე გულმა ფანცქალი მომენტალურად შეწყვიტა :) ესე მიეცა თბილისში გაპიარებულ-განდიდებული წიგნი დავიწყებას ჯერ ჩემთვის…  მერე კი, ნელ-ნელა თბილისისთვის…

Continue reading

ჩემი და ჩემთვის…

ისე მოხდა, რომ მე იმ ადამიანთა რიცხვა არ ვეკუთნი რომლებშიც პოეზია აღფრთოვანებას იწვევს… აი პროზა იცოცხლე, მილიონჯერ შემიძლია ერთიდაიგივე ადგილი გადავიკითხო . თუმცა, პოეზიის სამყაროში მაინც მოიძებნა ორი ლექსი, რომლებმაც თავიდანვე  შეძლეს ჩემი ყურადღების მიპყრობა… მერე კი, დროთა განმავლობაში და ვითარებებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობაც შეიძინეს :) დარწმუნებული ვარ ყველამ კარგად იცით ისინი. და რადგან ეს ელ.დღიურია და მე როგორც მის მფლობელს უფლება მაქვს ათასგვარი ჩანაწერები ვაკეთო, დღეს ერთ მათგანს ჩავინიშნავ, იმიტომ რომ მეძვირფასება, იმიტომ რომ… უბრალოდ, ისე ჩემთვის..

„ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს…
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესილის ჩემი სურვილით.
წამოვიწევი.. შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები…
დაგედევნები…
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები…
მაგრამ თვალები -
თვალები – თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი და ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არ ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე…
მაგრამ თვალები -
თვალები – თვალები:
ეხლა მადონნა – წმინდა – ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით

One Night Lover / დასასრული წერტილის გარეშე

ლილიტის შთამომავალიათქო – ვიტყოდი მასზე და მის მსგავსებზე, ის კი მომხიბვლელ და ამოუცნობ ღიმილს მაჩუქებდა, რომ არა ერთი ფაქტი… მე მისი შემქმნელი, ის კი ჩემი ქმნილებაა…

გააღვიძეს…  ყურმა, უმცირესი ხმოვანი ტალღები  დააფიქსირა… შეგრძნების რეცეპტორებმა გესტაპოს მსგავსი ოპერატიულობით მიაწოდა ინფორმაცია რაიხსტაგს – ტვინს, ჩვენს მახლობელ ტერიტორიაზე მოძრაობა იქნა შემჩნეულიო… მანაც არ დააყოვნა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა… სხეული გაჯიუტდა… ჯერ კიდევ ვერ აღედგინა დაკარგული ძალები და დამსახურებულ ჯილდოს, დასვენებას ითხოვდა… ზანტად, თუმცა მაინც დაიძრნენ ადგილიდან ტყვიასავით მძიმე ქუთუთოები… მთვარის  შუქზე გაარჩია… ,,დამნაშავე“ ლოგინიდან წამოდგა, ადგილიდან დაიძრა და ოთახის სიღრმეს მიაშურა… ,,დანაშაულის“ მოტივი კვლავაც უცნობი დარჩა…
Continue reading

One Night Lover / part 1

 


გაეღვიძა… მოდი და ნუ გაგეღვიძება, როცა ტვინი მთელს სხეულს სიგნალს აძლევს
, ეხლა მწარედ დაენარცხები და დაიშლებიო… არ დაცემულა… უფრო სწორად დაეცალოგინზე. რბილად და უმტკივნეულოდ, თუმცა ძილი მაინც გაუტყდა… მოციმციმე საათი შუაღამეს აჩვენებდა… გვერდით ვიღაც მშვიდად განაგრძობდა სუნთქვას… ჩუმად წამოდგა… სიცხის ან სიფრთხილის გამო დედიშობილამ მიაშურა სამზარეულოს… სამზარეულო… ყავა… სიგარეტი… ფიქრი მოეძალა. ვერაფრით გაეგო რატომ დასჩემდა ეს სიზმარი, ან იმ ცათამბჯენზე რა უნდოდა, ღრუბლებზე მაღლა რომ ამოეყო თავი, ან რატომ იწყებდა ვარდნას საშინელი სიჩქარით? ან ვარდნისას შიშის მაგივრად სიამოვნებას რატომ განიცდიდა? გაეგონა, რომ მსგავსი მრავალს სჭირდა, მაგრამ რატომ? და რატომ მასაც?

ფანჯარიდან ვეებერთელა, სავსე მთვარე უყურებდა… ცა ისეთი ჭორფლიანი იყო როგორც არასდროს… ოთახში სუნთქვა ჭირდა, ფეხაკრეფით გაიპარა აივანზე… სანამ მიიპარებოდა მაგიდაზე გუშინდელი საღამოდან შემორჩენილი თითქმის ცარიელი კონიაკის ბოთლი შეამჩნია… თან გააყოლა… შუაღამის მიუხედავად მაინც საშინლად ცხელოდა, თითქოს ჰაერიც კი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიდა და ამიტომ არავისთან აპირებდა მის გაყოფას… ანგარიშმიუცემლად ჩაამატა ყავას კონიაკი… ირგვლივ სიჩუმე მეფობდა… ქალაქი უჩვეულოდ მშვიდი და წყნარი იყო… უყვარდა სიჩუმე… ამ დროს სხეულის და გონების ხმა ისმის, მთავარია მოუსმინო… მოსმენაც უყვარდა… სხეული დაღლილი და მოდუნებული იყო, და რა სასიამოვნო იყო ეს დაღლილობა… უცნაური სინთეზია ,,სასიამოვნო დაღლილობა“… გაიღიმა… აი გონება კი ანცობდა… ვერ ისვენებდა… ნოტიდან ნოტზე დახტოდა ყოველგვარი ტაქტის, და მელოდიურობის შეგრძნების გარეშე… ფიქრები ირეოდნენ… ალკოჰოლი მოქმედებას იწყებდა, გრძნობდა, როგორ იკვლევდა მის სხეულში გზას და სასიამოვნოდ აბრუებდა…

საწოლისკენ გააპარა თვალი…ეძინა… მთვარის შუქი, საძინებელში ურცხვად რომ შეეღწია, ლამაზ შუქ-ჩრდილებს ქმნიდა შიშველ სხეულზე… ის კი ისე მშვიდად განაგრძობდა ძილს, თითქოს  ადამის მოდგმის ყველა ცოდვა  უცხო იყო მისთვის … სანახაობამ გაართო… ბუნებით ესთეტი, ცოტახნით იქნებ მოხიბლა კიდეც… უყურებდა ქალის სხეულს… მხრების მოძრაობის რითმი,  მის უშფოთველ ძილს გასცემდა… დააკვირდა… თითქოს ახალი არაფერი, მსგავსი, უარესი ან უკეთესიც მრავლად დაიარებოდა დედამიწაზე,თვითონაც მრავალი ენახა… მაინც, ჩრდილთა თამაშს და მთვარეს, უცნაური მელანქოლია რომ დაჰყვება ხოლმე, განსაკუთრებული სილამაზე შეეძინა მისთვის… ან იქნებ არეული გონების, ალკოჰოლის და ჰორმონთა სინთეზის გამო მიაწერდა მას ამ სილამაზეს… იმას ხედავდა რისი დანახვაც უნდოდა… სარკაზმი, მისი ხასიათის იმ შტრიხთაგანი იყო, რომელიც იმდენადვე უყვარდა რამდენადაც  საჭიროდ თვლიდა… Continue reading

ნიღაბი VS ,,მე” / Draft-იდან ყურით მოთრეული პოსტი…

მგონი ნელ ნელა ვხვდები, რატომ იწერებოდა ყველა გენიალური სიმღერა, პროზა თუ პოეზია არაფხიზელ მდგომარეობაში :) არა, გენიალურობაზე პრეტენზია არ მაქვს (ვიტყუები და თავმდაბლობ ერთად,რა ბანალურია), უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ მგონი ვხვდებითქო :) არაფხიზელს უფრო მეტად გინდა სისულელეები ილაპარაკო… სისულელეები, რომლებიც შენი ქვეცნობიერის გამოხატულებას წარმოადგენენ ან უბრალოდ, უაზროდ ილაპარაკო :) მეტად თამამი ხდები და იმიტომ… თამამი სხვასთან… საკუთარ თავთან… მოკლედ, დღეს მე უკვე მერამდენედ დავფიქრდი პიარზე და სტატუსზე… დავფიქრდი და მოვიფიქრე დამეწერა… და თუ ამას კითხულობ სავარაუდოდ ისიც მოვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უსირცხვილოდ გამომეტანა სააშკარაოზე, თორე რამდენი მსგავსი სისულელე მაქვს გადამალული ღმერთმა იცის :)
Continue reading

ისტორია, რომელსაც სახლი ყვება…

ალბათ ყველამ კარგად იცით გამოთქმა ,,ჩემი სახლი, ჩემი ციხე-სიმაგრეაო”… ეჭვი მაქვს, როცა ეს გამოთქმა ,,დაიბადა” ციხე-სიმაგრეს პირდაპირი მნიშვნელობა ენიჭებოდა… მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… დღეს, ციხე-სიმაგრეს თავდაპირველი მნიშვნელობიდან ალბათ, მხოლოდ ათიოდე პროცენტი თუღა შემორჩა, ისიც საკეტების, სიგნალიზაციის ან დაცვის ხარჯზე… სახლი, რომ  გარკვეულ სითბოს და სიმშვიდეს იწვევს ჩვენში, ალბათ ყველა დამეთანხმებით… მართალია, თინეიჯერობის ასაკში როცა განურჩევლად აპროტესტებ ყველას და ყველაფერს, ალბათ არც სახლის ფენომენია თბილი და მშვიდი მაგრამ, როცა მაჭარი დაღვინებას იწყებს მერე უკვე გეგემრიელება…
Continue reading

პროტესტისდამაგვარი…

მოვყვეთ თავიდან… ბავშობაში ყველას გვასწავლიდნენ ეს შეიძლება, ეს არ შეიძლებაო… ამას თუ გააკეთებ კარგი გოგო/ბიჭი ხარო, თუ არაო ცუდიო… ან პირიქით… მოკლედ როგორც იყო… გარშემო ყველა, ვისაც ეზარებოდა ან არ ეზარებოდა გამზადებული ,,შპარგალკა” იყო, როგორ უნდა მოქცეულიყავი, გეფიქრა, გეაზროვნა და რაც მთავარია,აუცილებლად იმავე ფერის, ზომისა და წონის ყოფილიყავი რაც სტანდარტულად ითვლებოდა იმ  საზოგადოებისათვის, რომელმაც პატივი დაგდო და შანსი მოგცა, რომ მისი ნაწილი გამხდარიყავი… თუმცა სხვა მხრივ ,,ყვავის და ბახალას” ამბავი დარწმუნებული ვარ ყველამ ჩემზე კარგად იცით :) სანამ პატარა ხარ (ამავე საზოგადოების გაგებით, თორემ…)  ,,ბავშვია ეპატიება” რკინის არგუმენტია… უფრო სწორად რკინისაა სანამ ისევ ,,ყვავი და ბახალა” ამბავი არ დაიწყება :) მოკლედ, სანამ საზოგადოება ჯერ კიდევ ,,პატარას” სტატუსით განიხილავს შენს არსებობას, ,,ნორმისგან გადახრებს” მეტნაკლებად უმტკინეულოდ გპატიობს … ყოველთვის მოიძებნება დეიდა, ბიძია, ბიცოლა, მამიდა ან მეზობელი რომელიც ,,კეთილი სამარიტელის” როლს იკისრებს, არ დაგზარდება და ,,გზაზე დაგაყენებს” თუმცა… Continue reading

ვინ დაბერდა? II / დაგვიანებული პოსტი :)

ჩემს მუზას სინდისის ნატამალი მაინც რომ ქონდეს ან ცოტაოდენი მიდრეკილება მონოგამიისადმი, ეს პოსტი რამოდენიმე კვირით, თითქმის თვით ადრე დაიწერებოდა, მაგრამ რადგან მონოგამიაზე არცერთს არ გვაქვს პრეტენზია და თანაც აუტანლად ცხელა ღამეული შეხვედრებისათვის, მე მას დიდსულოვნად ვპატიობ :)

მოკლედ იმისათვის, რომ უფრო კარგად აღიქვათ ჩემი მონათხრობი, გირჩევთ ამ ამბის მსვლელობისას ყველაზე მოთხოვნადი კომპოზიციას მოუსმინოთ, მე კი თხრობას დავიწყებ…

Continue reading

რემარკისებურად / წერილი რომელიც არ გაიგზავნა

ბნელი,გაკვამლული ოთახი… ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, ნახევრად ბნელი, იმიტომ, რომ ლამპიონების შუქი უმოწყალოდ და თავგანწირვით ებრძვის გამეფებულ წყვიადს… არცთუ ისე დიდი, მაგრამ პატარაც არ ეთქმის ოთახი…. და მიუხედავად იმისა რომ ამ ოთახში სიგარეტის კვამლის ნისლი ჩამოწოლილა, საფერფლეში მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლის კიდევ ერთი სიგარეტის ღერი… მაგიდაზე კონიაკის ნახევრად დაცლილი ბოთლი და მუცელგაბერილი ჭიქა დგას… უზარმაზარი ფანჯრიდან კი, რომლის კიდეებსაც მძიმე ფარდები ფარავენ და რომელიც ამ ოთახის ერთადერთ ღირშესანიშნაობად შეიძლება ჩაითვალოს, მშვენიერი ხედი იშლება ამაყად მდგარ ,,ტრიუმფალურ თაღზე”…

Continue reading